სვანეთის შემდეგ ზაფხულში თოვლი ბახმაროშიც მოვიდა

სვანეთის შემდეგ ზაფხულში თოვლი ბახმაროშიც მოვიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში გათოვდა. თოვდა დაბაშიც, ცენტრში, იქ სადაც კოტეჯებია. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიანიუსი“ ავრცელებს.

ბახმაროს დირექტორის, დავით საჯაიას თქმით, ივლისში კურორტზე თოვლის მოსვლა არავის ახსოვს.

მიუხედავად ამისა, ტურისტების ნაკლებობა არ შეინიშნება.