რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს

რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს

რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს, – აღნიშნული განცხადება შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი გააზიარა, რომელითაც ერიკ ჰუგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება.

„საჰაერო მიმოსვლა და ქართული ღვინის იმპორტი შეჩერებულია“, – წერს კარლ ბილდტი.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერილ პოსტში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილა მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

სოციალისტი ეს ხომ ყველაფერი თქვენ დაგვმართეთ თქვე ლგბტ თემის წარმომადგენლებო და გულშემატკივრებო!!!
6 წლის უკან