ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის მისამართით, რომელმაც შს მინისტრ გახარიას მწვავე კითხვები დაუსვა, წერს:
"რ-2-ის ჟურნალისტს, ვინმე ხელშეხვეულ თამარს!
მეორედ არ გაბედოთ, ქართველი ხალხის სახელით, ბრალი დასდოთ შინაგან საქმეთა მინისტრს!
რ-2 არის ქართული სახელმწიფოს მტერი!
შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება ახსენოთ ქართველი ხალხი!
თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით! ანუ, იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომლის ინსპირირებულიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!"
თამარ ბაღაშვილს, "რუსთავი 2-შიც" კი ამ ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ჟურნალისტს, გადადგომის მოთხოვნა კი არა, ოდესმე კითხვა მაინც დაუსვამს მერაბიშვილისთვის, ორი გვამი ვინ შემოდო სავაჭრო ჯიხურის თავზე 26 მაისსო?!