ხაჭოსა და ნადუღის მაჭკატები თაფლით

ხაჭოსა და ნადუღის მაჭკატები თაფლით

ინგრედიენტები

ხაჭო - 300 გ

ნადუღი - 50 გ

შაქარი - 2-3 ს/კ

კვერცხი - 2 ცალი

ფქვილი - 5-7 ს/კ + ამოსავლებად

მწიკვი მარილი

გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ

ზეთი - 5 ს/კ

მწიკვი ვანილი

თაფლი - მოსასხმელად

არაჟანი - მოსასხმელად

მომზადების წესები

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი, ვანილი და შევურიოთ ხაჭო ნადუღთან ერთად.

ცომის კონსისტენცია ხაჭოზეა დამოკიდებული, ამიტომ, შესაძლოა ოდნავ მეტი ფქვილი დაჭირდეს.

მასისგან გავაკეთოთ გუნდები, ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. მივირთვათ არაჟანსა და თაფლთან ერთად.