ბევრი ადარებს გუშინდელ მოვლენებს 7 ნოემბერს. არასწორი შედარებაა

ბევრი ადარებს გუშინდელ მოვლენებს 7 ნოემბერს. არასწორი შედარებაა

სოსო მანჯავიძის გამოხმაურება 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე:

“ბევრი ადარებს გუშინდელ მოვლენებს 7 ნოემბერს. არასწორი შედარებაა. მიუხედავად იმისა,რომ 7 ნოემბერს გაცილებით მეტი ხალხი იყო მიტინგზე,პარლამენტში არავის უცდია შეჭრა.

არც სხვა საპროტესტო გამოსვლების დროს ყოფილა მსგავსი მცდელობა. ნაცები კი რაც ერთხელ გამოუვიდათ,იგივეს აკეთებენ. გამოსავლენი და დასაკავებლები არიან ამ პროვოკაციის მომწყობნი ორივე მხრიდან.

ქართული მედია თავის ამპლუაში იყო. განსაკუთრებით მომხიბლა სიტუაციის აღწერამ მარიამ გაფრინდაშვილის მიერ. “მომიტინგეები სთხოვენ სპეცრაზმს,რომ  დატოვონ ტერიტორია და მისცენ მათ პარლამენტში შესვლის საშუალება.” – წერს სოსო მანჯავიძე.