ინგრედიენტები
მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
გახეხილი ყველი - სასურველია, ჰოლანდიური, 200 გ
ლორი - 300 გ
პომიდორი - 2-3 ცალი
მჟავე კიტრი - 2-3 ცალი
მდოგვი
სასურველი მწვანილი
შავი პილპილი - გემოვნებით
ხმელი ორეგანო (თავშავა) - ან სხვა პროვანსული ბალახები
კვერცხის გული - წასასმელად
მომზადების წესები
გაალღვეთ ცომი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. გააბრყელეთ საშუალო სისქის სწორკუთხედ ფირფიტად. წაუსვით ცომის ზედაპირს მდოგვი.
გახეხეთ ყველი, პომიდორი დაჭერით კუბიკებად, კიტრი მრგვლად ან ჩხირებად, მწვანილი - წმინდად.
ცომის ფირფიტაზე გაანაწილეთ გახეხილი ყველის ნახევარი, შემდეგ პომიდორი, ლორი, კიტრი და მწვანილი. შემდეგ დარჩენილი ყველი მოაყარეთ, პილპილი გემოვნებით. მარილი არ დაგჭირდებათ, რადგან, ლორი, კიტრი და ყველი უკვე მარილიანია.
ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად, კიდეები შეაწებეთ. წაუსვით ზედაპირზე კვერცხის გული და მოაყარეთ სასურველი ხმელი ბალახები.
აცხვეთ რულეტი 200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.