ბებოს კარტოფილიანი ღვეზელები - ზეთის გარეშე!

ბებოს კარტოფილიანი ღვეზელები - ზეთის გარეშე!

ინგრედიენტები

მაწონი ან კეფირი - 500 მლ

ფქვილი - 600-700 გ

სოდა - 1/2 ჩ/კ

მარილი - 1/2 ჩ/კ

გულსართისთვის:

კარტოფილი - 1 კგ

კარაქი - 50 გ

თბილი რძე - 100 მლ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

კარაქი თავზე მოსასმელად

არაჟანი - სუფრასთან მისატანად

მომზადების წესები

ფქვილი გაცერით და და უმატეთ მარილი და სოდა.

ჩაასხით მაწონი ან კეფირი და მოზილეთ არც ისე მაგარი ცომი.

გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მა ცივარში მთელი ღამით.

კარტოფილი მოხარშეთ. დაუმატეთ კარაქი და თბილი რძე, მარილი და გააკეთეთ პიურე.

ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ ცომი, დაანაწილეთ დაახლოებით 50 გ-იან ბურთებად.

გააბრტყელეთ თთოეული ბ ურთი ხელით, მოათავსეთ გულში 1,5 ჩ/კ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი.

დადეთ ნაწიბურით დაბლა და გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქეზე.

შეწვით გახურებულ ტაფაზე 2-3 წუთი. დაბრაწეთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

შემწვარი ღვეზელები გადაიტანეთ სუფთა ჩაის ტილოზე, წაუსვით კარაქი ორივე მხირდან და შეფუთეთ რამდენიმე წუთით.

სუფრაზე მიიტანეთ არაჟანთან ერთად.