ფენოვანი ცომის ღვეზელები მწვანე ხახვით, ყველითა და ლორით - როცა რაიმე გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი გინდა!

ფენოვანი ცომის ღვეზელები მწვანე ხახვით, ყველითა და ლორით - როცა რაიმე გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი გინდა!

ინგრედიენტები

კვერცხი 2 ცალი

გახეხილი ყველი - 250 გ

ლორი - 200 გ

მზა ფენოვანი ცომი - 500 გ

მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები

დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი. ყველი გახეხეთ, ლორი დაჭერით პატარა კუბიკებად.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთ ჯამში და დაუმატეთ კვერცხი.

მეორე კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ.

გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით 6/12-ზე სმ-ის სწორკუთხედებად. მოათავსეთ ერთ სწორკუთხედზე 1 ს/კ გულსართი.

წაუვსით კიდეებზე წყალი და დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეაწებეთ კიდეები.

წაუსვით ღვეზელებს ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.