“მესამე ქართველი” - ედუარდ შევარდნაძე (დასასრული)

“მესამე ქართველი” - ედუარდ შევარდნაძე (დასასრული)

როგორც აღინიშნა, მოვლენათა განვითარების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებული ალტერნატივის დათრგუნვით ქართველი ერი უმაღლესი აქტუალობის მდგომარეობიდან თითქმის სრული დისფუნქციონალიზაციის მდგომარეობამდე ჩამო­ქვეი­თდა. 1956 წლიდან დაიწყო საბჭოთა რეჟიმის ცენტრალური ინსტიტუ­ტების ქართველებისგან რეპრესიული დაცლა. ქართველი ერი კანონ­გარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაყენებული. განიხილებოდა საკითხი მისი სრული დეპორტაციის შესახებ. მეორე მხრივ, 1956 წლის 9 მარტს თბილისში ქართველების მასობრივი მშვიდობიანი გამოსვლის რეგულარული ჯარის დანაყოფების გმოყენებით უსასტიკესად დრბევამ საფუძველი მისცა საბჭოთა სახელმწიფოებრიობისგან ქართველი ერის გაუცხოებას. ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა საზოგადოებრივი რეგულირების ალტერნატიულ ინსტიტუტზე ანუ ალტრნატიული სამართალ-რეგულირების პრაქტიკის შემოღებაზე მოთხოვნილება. საქართველოს მსხვილ ქალაქებში (სადაც ტრადიციული სამართალ-რეგულირების ფუნქცია აღკვეთილი იყო) ღირსების შემლახველ საქციელად იქცა საჩივრით საბჭოთა სასამართლოსთვის მიმართვა. ამრიგად, ქართველი ერისთვის, საბჭოთა იმპერია, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ეგეოსური ცივილიზაციის ახალ ფაზაში, მდგრადობის კომპონენტებად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად გარდაქმნის პროცესის აღკვეთით დაქვეითებულ იქნა ლოკალური მნიშვნელობის ფენომენად, საბჭოთა საქართველოს ფარგლებში. ამ მოვლენის სტაბილიზაციის პერსონიფიკაციად შეიძლება დავასახელოთ ვასილ მჟავანაძე (რომელმაც, სხვათა შორის, როგორც ცნობილია, ნიკიტა ხრუშჩოვთან პირადი ურთიერთობის გამოყენებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ერის მასობრივი დეპორტაციის გეგმის შეჩერებაში).

ამრიგად 1950-იანი წლების შუახანებისთვის საბჭოეთში შეიქმნა ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფეექტის ფაზის სათანადოდ ქართველი ერის ინსტიტუციური თვითრეალიზაციის (ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალიზაციის) მხოლოდ არალეგიტიმური მოდუსით დამშვები ვითარება. ამ მდგომარეობის ადექვატურ ასახვად, საქართველოში, საბჭოთა ხელის­უფლების სანქციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ფუნქცია გასცდა სასჯელაღსრულების ზონათა ფარგლებს და, ქართული ტრადიციული სამართლის ცალკეული ასპექტების აქტუალ­იზაციით (რასაც ასახავს ამ ფენომენთან ასოცირებული ქართული ტერმინიები: “ძველი გაგება”, “ძველი ბიჭი”), ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალურ ინსტიტუციურ ასპექტად დაფიქსირდა. მის საფუძვლად სასჯელაღსრულების ზონებში პოლიტპატიმართა გავლენის ზრდის ალტერნატივად და ზონებში მდგომარეობის სტაბილიზაციის შინაგან ფაქტორად, საბჭოთა ხელისუფლების სანქციით, საბოლოო სახით 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული, “კანონიერი ქურდის” რუსული კრიმინალური ინსტიტუტის დაფიქსირება ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შესატყვის ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსულ ფენომენის რეალიზაციას უზრუნველყოფდა, რამაც მისი ასპარეზი თანდათანობით მთელს საბჭოეთზე განფინა. ამ ინსტიტუტის საქართველოს შიგნით და მის გარეთ განსხვავებული ფუნქციებით არსებობას თან ახლდა განხეთქილების განვითარება საბჭოეთის კრიმინალურ სამყაროში.

[საზოგადოდ ძლევის მანიის კლასის ერის შემთხვევაში კრიმინალური სამყაროს ელიტის სტატუსი ეკუთვნის რეკეტს, რადგან კრიმინალის ეს მოდუსი გულისხმობს ძლევის პირობით მიღების (ძლევის მანიის ეფექტის ორ ასპექტიან რეალიზაციის) აქტის სუბიექტს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება, მის მიერ საზოგადოების ტოტალური კონტროლის პირობებში არ დაუშვებდა ძალდატანების ალტერნატიული ინსტიტუტის არსებობას, ამდენად რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის სტატუსი ერგო კანონიერი ქურდის ინსტიტუტს, რადგან ქურდი აღნიშნავს ძლევის გარეშე მიღების (მფლობელის გვერდის ავლით, მფლობელის როლის ნიველირებით მითვისების) აქტის სუბიექტს.]

საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ხელშემშლელ ღინისძიებას წარმოადგენდა, რადგან ამ კრიმინალური ინსტიტუტის ამგვარად ფუნქციონალიზაციით ქართველი ერის პროტესტს საბჭოთა ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ასპექტით არასახიფათოდ (არალეგიტიმირებადი მოდუსით) გამოვლენის გზა გაეხსნა.

ის ფაქტი, რომ კანონიერი ქურდების დიდ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ, ქართველი ერის მიერ თვითრეალიზაციის ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე მეტყველებს, მაგრამ ამით ის (ქართველი ერი) მაინც ვერ სცდებოდა გლობალურ კოტექსტში ნიველირებადი ფენომენის მნიშვნელობას, თვითრეალიზაციის ამ მოდუსის ლეგიტიმაციის შეუძლებლობის გათვალისწინებით - კანონიერ ქურდად ხელდასხმა აუცილებელ პირობად გულისხმობს კრიმინალურ წარსულს.

ეგეოსური ცივილიზაციის ამ ფაზაში, რომელიც გაგრძელდა 1967 წლამდე, მართვის მანიის ეფექტის კონსტრუქციული ასპექტი, გარდა საბჭოეთში მეცნიერების განვითარებაში ქართველების მაორგანიზებელი და უშუალო წვლილისა და ქართული სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბებისა, გამოიხატა ქართული კულტურის (ქართული თეატრის, კინოს, ლიტერატურის და ა.შ.) მიღწევებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორის (ქორეოგრაფიის და პოლიფონიის) პროფესიონალიზაცია. უნდა აღინიშნოს, ასევე, მართვის მანიის კლასის ირლანდიელი ერის გააქტიურება, განსაკუთრებით პოლიტიკის სფეროში (იხ. ქვემოთ). ხოლო ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის უმაღლეს გამოხატულებად შეიძლება დასახელდეს სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში რუსი ერის დაწინაურება და ადამიანებს შორის თანასწორობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის პრობლემების აქტუალიზაცია მსოფლიოში. მათ შორის, თვით ამერიკულ საზოგადოებაში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ კონსოლიდაციის ტენდენცია და პროფკავშირული მოძრაობის აღმავლობა დასავლეთის სამყაროში. ამ ფაზაში, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციონალიზაციის გლობალიზაციის ტენდენციაში გამოიხატა. საამისოდ აღდგა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობა, გაფართოების ობიექტად, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ძლევის მანიის ეფქტის ფენომენთა ალტერნატივების სტატუსით. ამის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენდა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ესქპანსია ე.წ. მესამე სამყაროში, შესაბამისად, რუსი ერის და ნატოს სამხედრო ორგანიზაციის ძალით (გაფართოების სუბიექტობით). პირველი მათგანის კერძო რეალიზაციაა ჩინეთის გასაბჭოება და ე.წ. ჩინეთის კულტურული რევოლუცია, 1952 წლის ეგვიპტის რევოლუცია და მის განვითარებად არაბთა კონსოლიდაციის ინიციირება (არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, აბდალ ნასერი), ასევე, გასაბჭოება კუბის, ვიეტნამის და ჩრდილოეთ კორეისა. მეორისა - ამერიკის მიერ ორგანიზებული გადატრიალება, 1963 წელს ირანსა და 1961 წელს კონგოში. ეგეოსური ცივილიზაციის ამ (მეოთხე ორმაგი ეფექტის) ფაზაში აღნიშნული ორი ალტერნატივის შეჯახება განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა ნიკარაგუაში, კორეაში, ვიეტნამსა და ანგოლაში. შეიძლება ითქვას, რომ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიით ჩაიშალა ფორმის მანიის ეფექტის არაერთი ლოკალური ფენომენის ნოოფილოგენეზური პროგრესი. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დასხელდეს ამერიკული სპეცსამსახურების მოქმედებით ირანში პრემიერ მოჰამედ მოსადეკის რეფორმების (1953 წ.), კონგოში - პატრის ლუმუმბას ინიციატივების (1961 წ.) ჩაშლის ფაქტები.

1960-იანი წლებში ახალგაზრდული მოძრაობის განვითარება დასავლეთში ცხრო­მის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, რასაც ასახავს თავისუფლების კატეგორიის პრიმატი, მის საყოველთაო მასახიათებლად წარმოდგენილი.

ქართველი ერის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის კომპენსაციად მართვის მანიის კლასის ირლანდიელი ერის გააქტიურების მაჩვენებელია ამერიკაში კენედების კლანის აღზევება. მაგრამ პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ, ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის შესაბამისად, რუს ერთან დაახლოების პოლიტიკის ინიციირების მცდელობა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რსურსის წინააღმდეგობას შეეჯახა (ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკური დემარში და კოსმოსური პროგრამების რეალიზაციაში ძალისხმევის გაერთიანების შესახებ კენედისეული ინიციატივის უარყოფა), ხოლო თანასწორობის კატეგორიის აქტუალიზაციის ინიციატივა (რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ მისი ღიად გამოსვლა) - ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის თავდაცვით რეაქციას. ირლანდიელი ერის ფაქტორმა ვერ მოხსნა მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციიის პრიმატი (ამერიკის ექსპანსია მესამე სამყაროში) და საბოლოოდ რეპრესიულად დაითრგუნა, რისიც პერსონიფიცირებული ასახავაა ჯონ და ბობ კენედების მკვლელობა.

ეგეოსური ცივილიზაციის მესამე, ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (1968 - 1987 წწ.) დადგომით ცხრომის მანიის კლასის ამერიკელ ერს ინიციატივის დაუფლების, ნატოს ორგანიზაციის სამხედრო პოტენციალზე დაყრდნობით წარმოებულ თავდაცვის, შეკავების პოლიტიკიდან ეკონომიკური ექსპანსიაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ პროცესს ადექვატურად ასახავს პრეზიდენტ (1969 - 1974 წწ.) რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკა - ამერიკის საგარეო აქტივობაში სამხედრო ძალის გამოყენების შეზღუდვის ტენდენცია (მათ შორის, ვიეტნამის კონფლიქტიდან გამოსვლის ინიციირება) საერთაშორისო საბაზრო-ფინანსური აქტივობის სასარგებლოდ, რამაც შესაძლებელი გახადა საერთაშორისო სამხედრო დაძაბულობის ესკალაციის შეჩერება, სსრკ-სთან და ჩინეთთან ამერიკის დაახლოების ტენდენცის გამოვლენა. ამ სტატუსში მის მემკვიდრედ უნდა დასახელდეს პრეზიდენტი (1997-1981 წწ.) ჯიმი კარტერი, რომელმაც დათმო პანამის არხი, დახმარება შეუწყვიტა ნიკარაგუას რეჟიმს, მიუმხრობლობის პოზიცია დაიჭირა ებრაელ-არაბთა მესამე ომში.

მაგრამ, ამ ფაზის დადგომით ექსპანსიის შესაძლებლობა მიეცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენსაც, რომელმაც იწყო ინიციატივისთვის ბრძოლა ამერიკელი ერთან. ამ ტენდენციის ამსახველია სკანდალური პროცესი, რომელმაც რიჩარდ ნიქსონის გადადგომა და მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენლის, ცნობილი მასონის და “ბიზნესის ამერიკული ინსტიტუტის” აქტივისტის, ჯერალდ ფორდის გაპრეზიდენტება (1974 - 1976 წწ) მოიტანა. ეს უკანასკნელი მხოლოდ კონგრესის სანქციით, ეროვნული არჩევნების გარეშე, გადამდგარი წინამორბედების ნაცვლად, გახდა ჯერ ვიცე პრეზიდენტი, შემდეგ კი, - პრეზიდენტი. მისი ვიცე-პრეზიდენტიც - ნელსონ როკფელერი, ასევე მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენელი, ბილდერბერგის ჯგუფის აქტიური წევრი ეროვნული არჩევნების გარეშე მოვიდა ამ პოსტზე. პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ფუნქციური მემკვიდრეა პრეზიდენტი (1982 - 1990 წწ.) რონალდ რეიგანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ერის მიერ ინიციატივის დაუფლება ნიშნავს ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის შეზღუდვის ტენდენციის განვითარებას, რომელიც შეიძლება მივიდეს მისი სრულ ნიველირებამდე, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის მიერ ინიციატივის დაუფლება კი, მხოლოდ, ამ უკანასკნელის ამერიკელი ერის ინიციატივის მატარებელ ფუნქციურ დანამატად აქტუალიზებას, ანუ ამერიკელი ერის თავისივე გლობალიზაციის მცდელობაში ჩათრევას.

პრეზიდენტ ნიქსონის და პრეზიდენტ კარტერის აღნიშნულ ფუნქციურ სტატუსი ამერიკელი ერის აქტივობაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაცის გამოხატულებაა. ამ შეფასებასთან სრულ შესაბამისობაშია ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის ინიციირება, პანამის არხის პანამისთვის დათმობა, ირანის მარიონეტული რეჟიმების დამხობის აქტიც, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების აღკვეთის ტენდენციის, კერძოდ - ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აუცილებელი ასპექტის, ფორმის მანიის კლასის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფის პრეცენდენტების რეალიზაციის გამოხატულებები. მაგრამ მსოფლიოს თანადროული მდგომარეობის იდენტიფიკაციის (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის დადგენის) მეცნიერული საფუძვლების არ არსებობის პირობებში ამ ტენდენციის სტაბილიზაცია ნაკლებად შესაძელბელი უნდა ყოფილიყო. და მართლაც, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების ინერციის შეჩერება არ მოხდა და, მისი კარნახით, ზემოთხსენებული მოვლენების (როგორც ამერიკელი ერის ერთგვარი უკანდახევის) ცხრომის მანიის ეფექტის გლობალიზაციის ტენდენციის შეფერხებად იდენტიფიცირებადობის საფუძველზე, გზა გაეხსნა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის აქტუალიზაციას. ინიციატივისთვის ამერიკელ ერთან მისი ბრძოლა გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რაც პრეზიდენტების წარმოდგენილი რიგითაა ასახული. როგორც ეს რიგი გვიჩვენებს, საბოლოოდ ინიციატივას დაეუფლა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი.

პრეზიდენტ ნიქსონისა და პრეზიდენთ კარტერის წინამორბედია პრეზიდენტი ვუდრო უილსონი. ამ დასკვნის საფუძველია მის მიერ ერთა ლიგის შექმნის ინიიცირება და მისი პრეზიდენტობის ხანაში ე.წ. ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ანუ ბაზრის რეგულირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზაციაში სახელმწიფოს ჩართვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის კასტური ეფექტების დონეზე ინსტიტუციონალიზაცია შესაძლებელია მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციის აქტში, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსვავების მატარებელი ჯგუფების ფუნქციით, მაგრამ ეს შეუძლებელია სხვა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების (მათ შორის, ცხრომის მანიის ეფექტის) რეალიზაციაში. ამდენად, სტალინისგან განსხვავებით, რონალდ რეიგანის ფენომენი აღნიშნული გარდაქმნის დეზაქტუალიზაციის ტენდენციასთან უნდა ასოცირდეს.

ასეთი იყო საშინაო და საგარეო ვითარების ფონი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის კარიერულ აღმასვლას ახლდა.

* * *

ედუარდ შევარდნაძე 1964 წელს საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 1965 წელს კი - მინისტრად. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, სახელმწიფოებრიობის ძალოვან სექტორში მისი დაწინაურება, ამ სექტორის ძლევის მანიის ეფექტის ფენომენად (ნებისმიერ შემთხვევაში, კასტური ეფექტისად მაინც) იდენტიფიცირებადობის გათვალისწინებით, ქართველი ერის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში აქტუალური მოდუსით ლეგიტიმური თვითრეალიზაციის შესაძლებლობის აღდგენის ტენდენციის მაჩვენებელია. ეს ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის ქართველი ერის გარგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით (რუს ერთან ასოცირებული ძლევის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენით), პერსონიფიკაციად იდენტიფიცირებადობას, ამ ეტაპზე.

აღნიშნული ძალოვანი ინსტიტუტის დასახელებაში, საზოგადოებრივი წესრიგის ცნების ფორმის მანიის სათანადო კატეგორიასთან (ყოფიერების ჯერარსულ მოდუსი) ასოცირებადობის გათვალისწინებით, ასახულია ამ, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისადმი დაქვემდებარებულობის შენარჩუნების პრობლემის აქტუალობა. ამ გარემოებას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 1968 წელს, რომელიც აღინიშნა ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, ანუ ძლევის მანიის ეფექტის ფენომენთა დეზაქტუალიზაციის ეტაპის დადგომისთანავე (რასაც ასახავს უნგრეთის მოვლენებიც), აღნიშნულ უწყებას აღნიშნული დაქვემდებარებულობის გამომხატველი სახელი ჩამოშორდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა. ედუარდ შევარდნაძემ მისი ხელმძღვანელი პირის თანამდებობა შეინარჩუნა.

ძალოვან მინისტრად მისი დაწინაურებიდანვეც მის მოქმედებებში ჩანდა ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბით შეზღუდულობის დაძლევის მცდელობა, ასახული მის მიერ ინიციირებულ, მასობრიობით სტალინურის სადარ ანტიკორუფციულ კამპანიაში: მისი ინიციატივით თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 20 მინისტრი, 44 რაიკომის მდივანი, 3 ქალაქკომის მდივანი, 10 რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე და მოადგილე და მათ ადგილას დაინიშნა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტორების თანამშრომლები და ახალგაზრდა ტექნოკრატები; დაპატიმრებულ იქნა 30 000 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი კომპარტიის წევრი; მათ გარდა თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 40 000 თანამდებობის პირი.

- ამ კამპანიის შედეგად სასჯელდაკისრებულ პირთა შორის კომპარტიის წევრთა დიდი წილი, და მათი ძალოვანი სექტორის წარმომადგენლებით ჩანაცვლება ფორმის მანიის კასტური ეეფქტის საბჭოთა ფენომენის წინააღმდეგ ქართველი ერის ამხედრებად უნდა მივიჩნიოთ. ამ მოქმედების საზრისია, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის შედეგად, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დაქვეითება.

ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებით ქართველი ერის თვითრეალიზაციაში ინიციატივის მატარებლად ახალი ასპექტი გამოიკვეთა - ქართული არალეგალური ბიზნესი. ამ ელემენტის მიხედვით ქართველი ერის თვითრეალიზაციის არალეგიტიმურმა მოდუსმა, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მნიშვნელობა შეიძინა. ამრიგად ედუარდ შევარდნაძის ფენომენით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში აქტუალური ლეგიტიმური მოდუსით თვითრეალიზაციისკენ მისწრაფება, გარდა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისა და სათანადო ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მიმართული უნდა ყოფილიყო ქართველი ერის არალეგიტიმური მოდუსით თვითრეალიზაციის ფენომენების წინააღმდეგაც: 1965 - 1967 წლებში, მდგრადობის კომპონენტად კანონიერი ქურდის ინსტიტუტთნ ასოცირებული ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის სახით, ხოლო 1968 - 1972 წლებში, ქართულ არალეგალურ ბიზნესთან ასოცირებულ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის სახით, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით. ედუარდ შევარდნაძის ანტიკორუფციულმა კამპანიამ ფაქტობრივად მოსპო ეს უკანასკნელი, არალეგალური საწარმოების მთელი ქსელების ლიკვიდაციით. ეს პროცესი გასცდა საქართველოს ფარგლებს. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, ამ ფაქტს, ქართველი ერისთვის, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 - 1987 წწ.) ლეგიტიმური მოდუსით აქტუალური თვითრეალიზაციისთვის გზის გახსნის მცდელობის მნიშვნელობა მიანიჭა.

მართლაც, ანტიკორუფციული კამპანიის შედეგების საფუძველზე, 1972 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ლიდერად დაწინაურდა, ინიციატივას დაეუფლა, მისი ინიციატივების შინაარსი კი ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის შესაბამისი გახდა. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ელემენტის ლეგიტიმური აქტუალიზაციის მცდელობა სწორედ ამის გამომხატველია. როგორც აღიარებულია, არაერთი მისეული ინოვაცია, მათ შორის ყველაზე გახმაურებული, ე.წ. აბაშის ექსპერიმენტი, შემდგომში მთელს საბჭოეთში ფართოდ დანერგვის მცდელობათა ობიექტად იქცა. თვით საბჭოთა ეკონომიკის რეფორმირების მიხეილ გორბაჩოვის სახელთან ასოცირებული მცდელობა - ე.წ. გარდაქმნის პოლიტიკა, ედუარდ შევარდნაძის მიერ ინიციირებულ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ქართული ფენომენის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ახალ საბჭოთა (სტალინის მიერ ინიციირებულისგან განსხვავებულ) ფენომენად პროგრესირების ფაქტად იდენტიფიცირდება და, ამდენად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის შეზღუდულობის დაძლევის ტენდენციის მაჩვენებელია.

ამ ტენდენციას გააჩნდა უფრო მნიშვნელოვანი ასპექტიც: 1985 წელს საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურებული ედუარდ შევარდნაძე, 1985 - 1987 წლების საბჭოთა საგარეო პოლიტიკის მიხედვით, რისიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (საერთაშორისო ფუნქციის დასავლური ფინანსური ინსტიტუტების) ფუნქციის ფაქტობრივად გლობალური ფუნქციის ფინანსურ ინსტიტუტებად გადაქცევაში მდგომარეობს (მათი ფუნქციის მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცეზეც გავრცელების დაშვებით), უნდა მივიჩნიოთ ინიციატორად საბჭოეთისა და მთელი ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცეზე განვითარებული მრავალასპექტიანი პროცესისა, რომელიც იდენტიფიცირდება ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციად, - მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციად, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენით. მდგრადობის კომპონენტის შემდგომი პროგრესირების ეს ფაქტი ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის აღმნიშვნელია.

ეს შეფასება რადიკალურად უპირისპირდება საბჭოეთის გავლენის სფეროში და დანარჩენ მსოფლიოსთან მის ურთიერთობებში 1985 წლიდან განვითარებული მოვლენების ერთპიროვნულ ინიციატორად მიხეილ გორბაჩოვის წარმოდგენას. მაგრამ, ამასთანავე, იგივე შეფასება სრულ თანხმობაშია დასახელებული მოვლენების მონაწილე მაღალი რანგის საბჭოთა და დასავლელი პოლიტიკოსების და ექსპერტების პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც ედუარდ შევარდნაძე თავის ერთპიროვნულ ინიციატივებს მიხეილ გორბაჩოვის მეშვეობით თავს ახვევდა დაქსაქსულ პოლიტბიუროს. ამის მაგალითად სახელდება გერმანიის გაერთიანების, ევროპიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესების ინიციირების და დაჩქარების ფაქტები, ასევე, - ბერინგის ზღვის აკვატორიის ე.წ. შევარდნაძე-ბეიკერის ხაზზე გაყოფის საკითხის დაჩქარებულად (რუსი ექსპერტების აზრიით - ამერიკის სასარგებლოდ) გადაწყვეტის ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის გაერთიანების მოვლენაში მისი წვლილის გადამწყვეტი მნიშვნელობა დაადასტურა თავად ედუარდ შევარდნაძემ, როდესაც, ამ მოვლენის აღსანიშნავად გერმანიაში მიწვეულმა, პრესკონფერენციაზე “ხუმრობით” აღნიშნა - “როგორც ხედავთ, დიდი პოლიტიკა ქართველების გარეშე არ გამოდისო” (იგულისხმებოდა გერმანიის გაყოფაში - სტალინის და გაერთიანებაში - მისი პირადი წვლილი). მანვე, 2009 წელს, ტელევიზია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში მრავალჯერადი ვიზიტით მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად ერთპიროვნულად მიიღო და თვითონვე გამოუცხადა საგანგებოდ ქაბულში შეკრებილ, ავღანეთში საბჭოთა არმიის კონტინგენტის უფროს ოფიცერთა შემადგენლობას და, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ოფიციალური განცხადება მიხეილ გორბაჩოვმა მისი ზეწოლით გააკეთა.

არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ გორბაჩოვზე ედუარდ შევარდნაძის გავლენას მის მიერ ანტიკორუფციული კამპანიის დროს მოპოვებული კომპრომატები ჰქონოდა საფუძვლად: ედუარდ შევარდნაძის ანტიკორუფციული კამპანიის დროს ლიკვიდირებული, ქართული არალეგალური ბიზნესის ასპარეზი მოიცავდა საბჭოთა კავშირის არაერთ რეგიონს, მათ შორის სტავროპოლის მხარესაც, სადაც იმ ხანებში მაღალი თანამდებობები ეჭირა მიხეილ გორბაჩოვს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების განვითრების ერთ-ერთი ასპექტის მიხედვით, რომელიც შემდგომში ალტერნატივად გამოიკვეთა, მიხეილ გორბაჩოვის ფუნქციური სტატუსი სრულ შესაბამისობაშია ედუარდ შევარდნაძის ფენომენით განსახიერებულ, ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის მცდელობასთან, როგორც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის კერძო ასპექტან, რაც, დასახელებულ მვლენათა რეალიზაციაში, ამ პიროვნებათაგან, ერთი მათგანის მეორეზე ძალდატანების ფაქტორის აუცილებლობას აუქმებს.

* * *

ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზა დაიწყო 1988 წელს, ხოლო მისი რეალიზაციის ალტერნატივებს შორის კონფლიქტი, საბჭოეთის სივრცეზე, დასრულდა 1991 წლის მიწურულს (8 დეკემბერი, ბელოვეჟის შეთანხმება). ამდენად, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა საკმარისი დრო ინიციატივის შესანარჩუნებლად ფუნქციური სტატუსის შეცვლისათვის, ანუ მდგარდობის კომპონენტად რუსი ერით (ან მასთან ასოცირებადი ფენომენით), ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციისთვის. როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ეს შესაძლებელი იყო საბჭოეთის პოლიტიკურ ელიტაში იმ ჯგუფის ლიდერად მისი დაწინაურებით, რომელიც 1991 წლის 19 აგვისტოს “სსრკ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის” სახელით სამხედრო რეჟიმის დამყარებას შეეცადა. ამ ჯგუფის მთავარ სისუსტედ ბორის ელცინმა გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა დაასახელა. გენადი იანაევი მხოლოდ ნომინალური ლიდერი იყო და არა ფუნქციური, რაც სატელევიზო მიმართვაში მთელი ამ ჯგუფის ერთობლივი (ერთი მაგიდის გასწვრივ, უკლებლივ, ფრონტალურად ჩამწკრივებულთა) გამოსვლითაც გამოჩნდა (ძლევის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის დემონსტრაციის მაგალითი).

შევარდნაძის მიერ ამ გუნდის ლიდერის ვაკანტური სტატუსის არჩევის შემთხვევაში, მას, უკვე, 1989 წელს შეეძლო მზგავსი ინიციატივით გამოსვლა, ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხის (რისი პრეცენდენტებიც უკვე საკმარისად იყო დაგროვილი) აცილების მოტივით. ერთდროულად, კაპიტალიზმთან ბრძოლის პრინციპის ოფიციალურად უარყოფა და გერმანიის გაერთიანების და ცენტრალური ევროპის დემილიტარიზაციის პროცესის ინიციირება ანუ ევროპაში უკანდახევად იდენტიფიცირებადი (მხოლოდ, ერთი ასსპექტით. იხ. ქვემოთ) პოლიტიკის გატარება ევროპელი ერებისთვის ნატოს სტრატეგიული თავდაცვითი ფარის აუცილებლობას მოხსნიდა და მათ ცხრომის მანიის ფეექტის დასავლური ფენომენის ეკონომიკური ჰეგემონიის (რაც შეცდომით იდენტიფიცირდება ამერიკელი ერის ეკონომიკურ ჰეგემონიად) წინააღმდეგ კონსოლოდაციის გზაზე დააყენებდა, როგორც მოხდა ეს სსრკ-ს დაშლის შემდეგ (ევროინტეგრაციის აქტუალიზაციის ფაქტი). ამასთანავე, პაკისტან-ავღანეთის საზღვრით ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად გაყოფილი პუშტუნების ეთნოსის ერთ სახელმწიფოში მოქცევის პრობლემის აქტუალიზაციით უკვე ფორმირებული ავღანური არმიის პაკისტანში ინტერვენციის ინიციირება (საზღვრის ინდის ქვემოწელზე გადატანა და საზღვაო პორტების დაკავება), რაც ფუნდამენტალისტ ისლამისტთა სამხედრო მომარაგებას აღკვეთდა და ომის ხარჯებს დიდად შეამცირებდა, და, რასაც მიესალმებოდა ინდოეთი, ირანი და ერაყი. ამ ფონზე შეუძლებელი გახდებოდა ერაყის ექსპანსიის არაბული სამყაროში პროდასავლური რეჟიმების შევიწროების ტენდენციის შეჩერება, რაც ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდას და, შედეგად, სსრკ-ს მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას გამოიწვევდა (როგორც მოხდა ეს 2001 წლიდან - იხ. ქვმოთ). ყოველივე ეს აზიაშიც ცხრომის მანიის კასტრი ეფექტის დასავლური ფენომენის პოზიციების უკიდურეს შევიწროებას, მისი სრული ნიველირების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. ამ პირობებში, საერთაშორისო ფუნქციის დასავლური ფინანსური ინსტიტუტების საბჭოეთის სივრცეზე დაშვების შენარჩუნება (მაგ.: გერმანული ტექნოლოგიების მიხედვითYგერმანულ-საბჭოთა ახალი სწარმოების და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად) ამ ინსტიტუტების ამერიკელი ერისადმი დაქვემდებარებაში დაბრუნების (მათთან მიმართებაში ამერიკელი ერის ინიციატივის მატარებლის სტატუსში აღდგენის) საკმარის პირობად წარმოგვიდგება. ეს ნიშნავს გერმანელი ამერიკელი და რუსი ერების სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას. ერთა სამი თვისებრივი ტიპის ლიდერების ამ კავშირს შეეძლო ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის გლობალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაცია. მაგრამ, აღწერილ ალტერნატივას ახლავს ძლევის მანიის კლასის რუსი ერის გავლენის გაფართოების ეფექტი - ევროპაზე და არაბულ სამყაროზე (როგორც უკვე აღინიშნა) და, ასევე, აფრიკასა და დალათინურ ამერიკაზე ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გავლენის შესუსტების თანმხლები ასპექტის, საბჭოთა ავღანეთის ექსპანსიის, გერმანელ ერთან თანამშრომლობის პირობით ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ფუნქციის ნიველირებიის საფუძველზე, მთელი საბჭოეთის რუს ერში ასიმილაციის ტენდენციის განვითრაების გარდაუვალობის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ერთა მართვის მანიის კლასის ფუნქციის ინსტიტუციონალიზაციის ნიველირების შესაძლებლობას. ამრიგად ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის ეს აუცილებელი ასპექტი, დასაწყისში, აღნიშნულ სტატუსში ედუარ შევარდნაძის ფენომენის სახით, წარმოდგენილი ამგვარივე მოცემულობით შეიძლება შენარჩუნებულიყოქართული ფაქტობრივი დინასტიის ჩამოყალიბების პირობით, რის შესაძლებლობას ცხადყოფს სტალინის მემკვიდრედ ლავრენტი ბერიას დარჩენის პრეცენდენტი. მაგრამ ამ ფაქტორის სტაბილიზაციის პრობლემურობა, რაც ლავრენტი ბერიას დამხობამ აჩვენა, უპირატეს ალტერნატივად მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი (გაფართოებით) რალიზაციის სათანადო ალტერნატივას წარმოაჩენს. ეს ნიშნავს გაფართოების მუდმივ აქტუალურობას. საამისოდ გარკვეული რესურსი არსებობს დედამიწაზეც (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის დამყარების არის გლობალიზაციის დაუსრულებლობის გათვალისწინებით), მაგრამ ეს პირობა კონსტრუქციული მოდუსით სტრატეგიულ პერსპექტივაში დაკმაყოფილებადია მხოლოდ კოსმოსის ათვისების დაჩქარების შემთხვევაში. ამრიგად ამ ალტერნატივის სტრატეგიულ პერსპექტივა გაურკვეველია როგორც ქართველი ერისთვის, ასევე, მთელი დედამიწის ნოოსფეროსთვის.

ედუარდ შევარდნაძემ უარყო ეს გზა და გააკეთა არჩევანი, რომელიც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციაში სტალინის და ლავერნტი ბერიას ფენომენების რიგით მონიშნული ტენდენციის განვითარებად იდენტიფიცირდება.

1988-1990 წლებში ედუარდ შევარდნაძის, როგორც გლობალურ პროცესებზე ქართველი ერის გავლენის გამტარებლის, ინიციატივით საბჭოეთის საგარეო პოლიტიკაში სწრაფი უკანდახევის კურსის სტბილიზაცია (ევროპიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, ერაყის წინააღმდეგ ნატოს ბლოკის აგრესიის დაშვება, ვარშავის ბლოკის დაშლა), როგორც, რუსი ერის კონტროლის არის კუმშვით, ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია, რუსი ერის მიერ ინიციატივის დათმობის, მისი ფუნქციის ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის - “ნატოს” ბლოკის - ფუნქციით ჩანაცვლების საფუძველი გახდა. შედეგად, მიუხედავად ეგეოსური ცივილიზაციის მისთვის არახელსაყრელი ფაზის დადგომისა, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის, როგორც “ნატოს” ძალისხმევით გაფართოების ობიექტის, გავლენის ზრდის ტენდენცია დამყარდა მთელს საბჭოეთის სივრცეზეც. ეს ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის ფენომენით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფქტის დასავლური ფენომენით, აქტუალობის შენარჩუნებას ეგეოსური ცივილიზაციის ახალ ფაზაშიც.

აღნიშნული მოვლენების ამგვარი შეფასების შესაბამისად, მათ, ქართველი ერის წინააღმდეგ რუსი ერის და ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის კონსოლიდაცია განაპირობეს: რუსი ერის გავლენის არის კუმშვა - ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია, როგორც რუსი ერის ფუნქციის ნიველირების საფრთხის და ფორმის მანიის კასატური ეფექტის საბჭოთა ფენომენის, როგორც საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებულ ფორმის მანიის კლასის ერების ოპტიმალური საარსებო გარემოს, არსებობის საფრთხის წყაროდ ქართველი ერის იდენტიფიკაციის საფუძველზე. ამის გამოხატულებაა ეთნიკური სეპარატიზმის ნიღბით საქართველოს რეგიონების დესტაბილიზაციის ინიციირება საბჭოეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაციად უნდა დავასახელოთ მიხეილ გორბაჩოვი. ამ დებულებას განამტკიცებს მისი, როგორც კომპარტიის ლიდერის, სტატუსი და წარმომავლობის მიხედვით უკრაინელ ერთან მისი ასოცორებადობა - დედით უკრაინელი, მიხეილ გორბაჩოვი, მისივე აღიარებით, დედამისის მამის გავლენით ყოფილა აღზრდილი.

- მიუხედავად თვისებრივი იგივეობისა, ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისადმი დამოკიდებულებას ახლდა კონფლიქტურობის მომენტი, იმის საფუძველზე, რომ ამ უკანასკნელმა მას ჩამოართვა ინიციატივა, დაუქვემდებარა ის ნოოფილოგენეზური განვითარების დაჩქარების მცდელობას და მისი წარმომდგენი საზოგადოების, ძლევის მანიის ფონური ეფექტის გამოხატულებად, მაერთგვაროვნებელ ზეწოლას, რაც კერძო საკუთრების აღკვეთაშიც გამოიხატა. მიხეილ გორბაჩოვის საკუთრივი ინიციატივები, სწორედ, უკრაინელი ერის და საბჭოეთის სხვა ფორმის მანიის კლასის ერების ამ ფაქტორებისგან დახსნის მცდელობადაა მოაზრებადი.

მიხეილ გორბაჩოვის ფუნქციური სტატუსის აღნიშნულ იდენტიფიკაციასთან სრულ თანხმობაშია ისიც, რომ მას ეგეოსური ცივილიზაციის მექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის ანუ რუსი ერის რეაქტუალიზაციის ხანის დადგომისთანავე (მესამე წელსვე) ინიციატივა ჩამოართვა, ჯერ, გენადი იანაევმა, შემდეგ, ბორის ელცინმა, რომლებიც რუსი ერის რეაქტუალიზაციის ალტერნატიული მოდუსების პერსონიფიკაციებად წარმოგვიდგებიან (იხ. ქვემოთ).

ქართველი ერის სახით, ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში უპირატესი პარტნიორის თვითრეალიზაციის შეფერხების მცდელობით, რუსი ერი არა სტრატეგიული შეფერხებისგან თავდახსნას, არამედ თავისივე სტრატეგიული შეფერხების სტაბილიზაციას უწყობდა ხელს. სსრკ უმაღლესი საბჭოს ქართველი დელეგატების წინაშე მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოთქმული მუქარა-გაფრთხილების (ეროვნული მოძრაობის დესტრუქციულობის სადემონსტრაციოდ, სამაგალითო დასჯის ობიექტად საქართველოს არჩევის) შესაბამისად, საქართველოს დესტაბილიზიის ინიციირებამ განაპირობა ქართველი ერის თავდაცვითი რეაქცია, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ფენომენით, აქტუალიზაციაში გამოხატული (დამზგავსებით გამიჯვნის ეფექტი), რის პერსონიფიკაციადაც იდენტიფიცირდება ზვიად გამსახურდია. შევნიშნავთ, რომ საამისოდ გამოყენეულ იქნა 1989 წლის 9 აპრილის თბილისური ინციდენტით და ეთნიკური ფაქტორის ანტიქართული მოქმედების პროვოცირებით გამოწვეული ემოციური ფონი, ქართული ეროვნული მოძრაობის იმ, საერთო თუ რეგიონალური ლიდერების (მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ვლადიმერ ვეკუა . . . ) ლიკვიდაციის პირობებში, რომლებიც ხელს უშლიდნენ მოვლენების აღნიშნული, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასურველი მიმართულებით განვითარებას.

ზვიად გამსახურდიათი პერსონიფიცირებულ ქართველი ერის რეაქციას ახლდა მისი თვითრეალიზაციის მასშტაბის შეზღუდვის (დეგლობალიზაციის) ტენდენცია. თუმცა ამასთანავე საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში ედუარდ შევარდნაძის, როგორც ქართველი ერის წარმომადგენლის, პოზიციის სიმყარემ, როგორც აღინიშნა, ახალი ფაზის საწყის ეტაპზე შესაძლებელი გახადა მოვლენების განვითარებაზე ქართველი ერის გადამწყვეტი გავლენის გატარება, მისი გლობალურ ფაქტორად თვითშენარჩუნება.

ამ გარემოებამ ხელი შეუწყო რუსი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატიული გზის ძიების ინიციირებას. კერძოდ 1988–1991 წლების მოვლენების ბორის ელცინთან ასოცირებადი ასპექტი რუსი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის ალტერნატივის აქტუალიზაციის გამოხატულებაა. ეს, თავის მხრივ, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის და, შედეგად, თვით მიხეილ გორბაჩოვის, როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის (თუნდ ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის) პერსონიფიკაციის, ამავე ალტერნატივის ფაქტორად წარმოჩენის პირობას ქმნიდა. ამ შესაძლებლობის აქტუალიზაციის გამომხატველია 1991 წლის 19 აგვისტოს “სსრკ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის” ამბოხის (ნიკიტა ხრიშჩოვით პერსონიფიცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციის) ჩაშლის შემდეგ, ბორის ელცინის და მიხეილ გორბაჩოვის შეთანხმებით, ედუარდ შევარდნაძის სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აღდგენა (ის ამ თანამდებობიდან 1990 წლის 20 დეკემბერს გადადგა, გამაფრთხილებელი განცდხადებით, რითაც ხელი შეუშალა ნიკიტა ხრუშჩოვით პერსონიფიცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციას).

შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის სტაბილიზაცია (საბჭოეთში მოვლენების ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შესაბამისად ოპტიმალური განვითრება) მოითხოვდა რუსი და ქართველი ერების ფუნქციურად და სტატუსით გამოკერძოებას საბჭოეთის პოლიტიკურ სტრუქტურაში: სსრკ-ს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, სსრკ შეიაღაღებული ძალების (მათ შორის სტრატეგიული კომპონენტის) რუსი ერის (რუსეთის ფედერაციის) უშუალო განკარგულებაში გადასვლას; მისი ძალით სსრკ-ს ცენტრალური ინსტიტუტების ფუნქციის შენარჩუნებას ფორმის მანიის კლასის ერების (ან ამგვარ ერთეულთა პოტენციური ნაწილების) წარმომდგენ დანარჩენი ცამეტი რესპუბლიკების ერთობლიობაზე, მათ კოლექტიური წარმომადგენლობის სტატუსით; რუსი ერი ცამეტთა განახლებული კავშირის არაწევრობის მიუხედავად დარჩებოდა მასთან მოუცილებელ ფუნქციურ კავშირში, მისი სტაბილიზაციის ფაქტორის მნიშვნელობით; ხოლო ქართველი ერის ამგვარად განახლებულ 13+1 სტრუქტურასან მოუცილებად კავშირში მოსაქცევად საკმარისი იქნებოდა ცამეტთა კავშირის ცენტრალური ინსტიტუტის მოსკოვიდან საქართველოში (თბილისში, თუნდაც სოხუმში) გადმოტანა (რომელიც დასახელებული ცამეტი რესპუბლიკის სარტყელის გეოგრაფიული ცენტრის მნიშვნელობითაც იმსახურებდა ამ ფუნქციას) და ცამეტთა კავშირის რუს ერთან ფუნქციური ურთიერთობის ინსტიტუტისაც აქვე დაარსება; ამით ქართველი ერი, გარდა ფინანსური სარგებლისა (დასახელებული ინსტიტუტების შტაბბინის გამოყოფის საზღაურად), მიიღებდა მართვის მანიის კლასის ერად პირდაპირ თვითრეალიზაციაზე დაშვებას; ამ, ახალი მოდუსის საერთაშორისო ორგანიზაციაში ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტის (რომელშიც შეიძლება ჩართულიყვნენ, საწყის ეტაპზე - სოციალისტური ქვეყნები, შემდეგ კი ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომდგენი სხვა სახელმწიფოებიც) და ძლევის მანიის კლასის რუსი ერის წარმომადგენლობის მასპონძლობის პრეცენდენტი დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ინსტიტუციონალიზაციის გამოხატულებად საქართველოში გლობალური განვითარების ცენტრის ჩანასახის ჩამოყალიბების კარგი წინაპირობა იქნებოდა; ედუარდ შევარდნაძეს, განახლებული კავშირის საგარეო საქმეთა მესვეურის სტატუსში და, ამასთანავე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივ მეთაურს, მისი საერთაშორისო იმიჯისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე (როგორც საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოღვაწეობისას, დასავლეთის სამყაროსა და მსოფლიო სოცოალისტური სისტემის ელიტებს შორის იზოლაციის გარღვევის მთავარ პრაქტიკოს   ს, ფაქტიბრივი პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პირადი კავშირების გათვალისწინებით) დიდი იმპულსის მინიჭება შეეძლო ამ პროცესისთვის.

ეს ალტერნატივა მოვლენათა განვითარების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციადაც კი შეიძლება მივიჩნიოოთ: ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლავრენტი ბერიას ინიციატივით აფხაზეთში პოლიტბიუროს წევრებისთვის საერთო აგარაკი შენდებოდა, სადაც სათანადო კონტროლქვეშ, ფაქტობრივ შინაპატიმრობაში უნდა გაგრძელებულიყო პოლიტბიუროს - ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის წარმომდგენი ინსტიტუტის - ფუნქციონირება. სამწუხაროდ, ამ პროექტის რეალიზება ვერ მოესწრო.

როგორც ქვემოთ ვნახავთ, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც დამყარდა ვითარება, რომელიც ამგვარადვე შეიძლება შეფასდეს, რაც აღნიშნული ალტერნატივის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნასთან შესაბამისობით აიხსნება.

* * *

ამრიგად, აღწერილ, 1+13+1 სისტემაზე გადასვლით საბჭოეთი გახდებოდა ახალი მსოფლიო წესრიგის გავრცელების ცენტრი. მაგრამ მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებისთვის აუცილებელი იყო გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ანუ დედამიწის ნოოსფეროს თანადროული მდგომრეობის მეცნიერული იდენტიფიკაციის (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის ფაქტის დადგენის) შესაძლებლობის არსებობა, ე.ი. იმ დროს შეუსრულებელი პირობა. ამის გარეშე 1991 წლის აგვისტოს მიწურულს აქტუალიზებული, მოვლენათა განვითარების შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა. ბიფურკაციის წერტილში დაახლოებით სამთვიანი დგომის შემდეგ პროცესებმა სხვა მიმართულებით იწყეს განვითარება.

- ბორის ელცინის მიერ სსრკ-ს დაშლის ინიციირებამ (1991 წლის 25 დეკემბერის ბელოვეჟის შეთანხმება), ისტორიული სიტიაციის ხელსაყრელი კონტექსტის გაუქმებით, დიდად შეამცირა განსხვავებული თვისებრივი ტიპების ერებისგან საერთაშორისო ორგანიზაციის, მასში მათი განსხვავებულად (განსხვავებული ფუნქციებით, მაგ., როგორც აღწერილი 1+13+1 პრინციპის შემთხვევაში) წარმოდგენით, ფორმირების შესაძლებლობა. ამას მოჰყვა 1992 წელს რუსეთში ეკონომიკის და საზოგადოებრივი მოწყობის დაჩქარებული ლიბერალიზაციის პოლიტიკის დამყარება, რომლის ფარგლებში სამხედრო სამრეწველო კომპლექსის კონვერსიის კამპანიამ უდიდესი ზიანი მიაყენა რუსი ერის სამხედრო პოტენციალს. რუსეთი და მის მიერ შეკოწიწებული “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა” - დსთ, რომელშიც 1993 წელს აფზახეთის კონფლიქტში უმძიმესი დარტყმის შედეგად ჩათრეული აღმოჩნდა საქართველოც, იქცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიის არედ. ამის გამომხატველია პრივატიზაციის დაჩქარებული და სუსტად კონტროლირებული კამპანიის შედეგად ფინანსური ოლიგარქიის ჩამოყალიბება ამ სივრცეზე კონტროლის მის ხელში გადასვლი ტენდენციის განვითარება.

ქართველმა ერმა დაკარგა მსოფლიო პროცესებზე გავლენის გატარების ყოველგვარი მექანიზმი. ადრე ამგვარი შესძლებლობის მქონე მისი წარმომადგენელი, ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო პროცესების ინიციატორის პოზიციიდან მსოფლიო პროცესების საქართველოსთან დაკავშირებულ ასპექტებზე, მხოლოდ, რეაგირების შესაძლებლობის პოზიციაზე იქნა ჩამოქვეითებული. ამის შემდეგ მისი ქცევა ძირითადად ამ ახალი პოზიციის შესაბამისი იყო, არა მისი პიროვნული თვისებების გამო (როგორც იმ ხანების საქართველოში პოპულარულმა პოლიტიკოსმა, გია ჭანტურიამ მიიჩნია ედუარდ შევარდნაძის დახასიათების მისეულ მცდელობაში), არამედ ქართველი ერის აქხალი მდგომარეობის დაძლევის გზების ვერმიგნების გამო. გზა ვერ მოიძებნა მიუხედავად იმისა, რომ მას, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლომდე, საამისო ცდები არ შეუწყვეტია (იხ. ქვემოთ).

1991 წლის შემოდგომისთვის სსრკ-ს სივრცეზე შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის აქტუალიზაციამ მისი სწრაფად აღკვეთის მიუხედავად, რასაც ქართველი ერთის მიერ პოლიტიკური ინიციატივის დაკარგვა მოჰყვა, დატოვა სხვა ალტერნატივების შემდგომ ჭიდილში ქართველი ერისთვის უფრო ხელსაყრელის ხელშემწყობი შედეგიც - ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაცია. ედუარდ შევარდნაძე იზიარებს ამ შედეგის დადგომის ინიციატორის სტატუსს ბორის ელცინთან: მოვლენათა განვითარების გენადი იანაევთან ასოცირებული (იგივე - ნიკიტა ხრუშჩოვით პერსონიფიცირებული) ალტერნატივის დისპოტენციალიზაციის მთავარ პირობად შეიძლება დასახელდეს მის ინიციატორის ფუნქციური სტატუსის არგაზიარება ედუარდ შევარდნაძის მიერ. ამ ასპექტითაც ის სტალინის და ლავრენტი ბერიას ფენომენთა რიგით აღნიშნული ტენდენციის გამგრძელებლად იდენტიფიცირდება.

მართალია ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციამ მოსპო თანადროული ისტორიული სიტიუაციური კონტექსტის გავლენით ეგეოსური ცივილიზაციის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ინსტიტუციონალიზაციის ცენტრის ჩასახვის ფაქტობრივი პოლიტიკის მოვლენად რეალიზაციის აღწერილი შესაძლებლობა, მაგრამ, ამასთანავე, ამ შედეგმა უალტერნატივო პერსპექტივად წარმოაჩინა (აქცია) ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის ინსტიტუციონალიზაცია. ეს ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტის ძიების ფაქტობრივი პოლიტიკის სფეროდან მეცნიერების სფეროში გადატანის აუცილებლობას. სამწუხაროდ ედუარდ შევარდნაძემ ვერ მოახერხა ამ სიახლეზე დროული რეაგირება.

* * *

ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში უპირატესი პარტნიორის, რუსი ერის, 1991 წლის მიწურულიდან, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გაფართოების ფაქტორად თვითრეალიზაციის ტენდენციისადმი დაქვემდებარებამ, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციის შედეგად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ინსტიტუციური გამოკერძოების ფაქტორად ზვიად გამსახურდიათი პერსონიფიცირებული ფორმის მანიის კასტური ეფექტის ქართული ფენომენის აქტუალობის მოხსნა გამოიწვია. ამ ვითარებაში აქტუალურობა შეიძინა წინა ამგვარივე თვისებრიობის ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციის ინსტიტუციურმა რელიქტმა, “კანონიერი ქურდის” ინსტიტუტთან ასოცირებულმა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელმა ჯგუფმა, მაგრამ მის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის კერძო ფენომენური ასპექტის ძლევის მანიის ეფექტის ახალი, ლეგალური ფენომენით ჩანაცვლების ტენდენციით. ამ ტენდენციის გამოხატულება ჯაბა იოსელიანის (ყოფილი ერთ-ერთი ავტორიტეტული კანონიერი ქურდის) მიერ გასამხედროებული ორგანიზაციის “მხედრიონის” დაფუძნება, რომელმაც შესძლო სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების მიერ პროვოცირებული ეთნო კონფლიქტის შეჩერება. მდგრადობის კომპონენტის მეორე ასპექტად მოგვევლინა ქართული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც მხედრიონთან კავშირში დაეუფლა ინიციატივას საქართველოში. ესაა ქართული გვარდიის სარდლის, თენგიზ კიტოვანის დაუმორჩილებლობით დაწყებული პროცესის არსი. მაგრამ ეს, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფი იმ ეტაპზე არ სჩანდა ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის პოტენციის მქონედ, არც მისი ლეგალიზაციის ტენდენციის პირობით და არც ამ ტენდენციის გარეშე (მეორე შემთხვევისთვის აუცილებელი ქართველთა მასშტაბური მიგრაცია დასავლეთის სამყაროში არ იყო დაწყებული და არც სჩანდა ამ დროს შესაძლებელი). ამ გარემოებაზე ადექვატურ რაქციად წარმოგვიდგება ჯაბა იოსელიანის ინიციატივით 1992 წელს ედუარდ შევარდნაძის საქართველოს სამხედრო საბჭოს მეოთხე წევრად მოწვევა და ნომინალურად სახელმწიფოს მეთაურის სტატუსით აღჭურვა. ამ ფაქტმა დააჩქარა (იქნებ, სულაც, შესაძლებელჰყო) ახალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საბჭოთა საქართველოს საზღვრებში საერთაშორისო აღიარება.

ედუარდ შევარდნაძემ თენგიზ სიგუას მხარდაჭერით და სახელმწიფო საბჭოს სხვა ორი წევრის მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობოს პირობებში განაახლა ზვიად გამსახურდიას ზეობისას შეჩერებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი. ეს ნიშნავდა, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატივის კონფლიქტში მისით პერსონიფიცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციას, მხოლოდ მის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ამერიკელი ერით ჩანაცვლების ტენდენციით. სწორედ ეს არის არსი მის მიერ დსთ-ში საქართველოს ჩართვის აცილების პოლიტიკის არჩევისა, როგორც რუსეთზე განფნილი ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის შემდგომი გაფართოების საწინააღმდეგო ფაქტორისა. საქართველოს საკითხში 1991 - 1992 წლების ამერიკის პოლიტიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მან მიაღწია ამერიკელი ერის ჩათრევას ამ პროცესში, რაც პრეზიდენტ (1988 - 1992 წწ.) ჯორჯ ბუშის (უფროსის) მიერ ქართველი ემიგრანტის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ნატოს ჯარების სარდლად დანიშვნასა და საქართველოს და ამერიკის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობის ინიციირებაში აისახა (ედუარდ შევარდნაძემ ნატოს ჯარების სარდალს მამისეულ სამოსახლოზე სამემკვიდრო უფლება აღუდგინა). ეს თანამშრომლობა, გამიზნული იყო საქართველოს სამხედრო ინსტიტუტის ალტრერნატიულ რეალიზაციაზეც (ახლად ფორმირებაზე), როგორც აჩვენა 2001 წელს ამერიკის მხრიდან, უკვე, დასახელებული გენერლის ძმის, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მთავარი კონსულტანტის, ოთარ იოსებ შალიკაშვილის ეგიდით, ამერიკული სტანდარტების მიხედვით, ახალი ქართული შენაერთების ფორმირების ფაქტმა. ედუარდ შევარდნაძის მიერ ინიციატივის დაუფლების საფუძველს ქმნიდა ის ფაქტი, რომ საქართველოს დსთ-ში მოქცევის (შუააზიაზე და, საზოგადოდ, სსრკ-ს ყოფილ გავლენის არეეზე კონტროლის აღდგენის აუცილებელი პირობის) შესაბამის რუსეთის პოლიტიკას, როგორც რუსი ერის ძალით ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიას, მართვის მანიის კალასის ქართველი ერი ეფექტურად მხოლოდ მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცრომის მანიის კლასის ამერიკელი ერით (ცხრომის მანიის ეფექტის ალტერნატიული ფენომენით), აქტუალიზაციითღა შეიძლება დაპირისპირებოდა. ეს ნიშნავს ჯაბა იოსელიანით და თენგიზ კიტოვანით პერსონიფიცირებული ასპექტების მაერთიანებელ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ნიველირების ტენდენციას. ამ ერთეულის თავდაცვითი რეაქცია 1992 წლის 14 აგვისტოს თენგიზ კიტოვანის ხელქვეითი არმიის ნაწილების, სიტუაციის გასაკონტორლებლად, აფხაზეთში შესვლის ფაქტში აისახა. მაგრამ აფხაზობის ფენომენის ჭეშმარიტი მნიშვნელობის (ერთ-ერთ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად მისი იდენტიფიცირებადობის) გაუცნობიერებლობის პირობებში, რუსეთმა შესძლო აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს სახელმწიფოს გამოფიტვაზე მიმართულ პროცესად ექცია. ამასთანავე, ამერიკის პოლიტიკურმა კურსმაც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციისთვის არასასურველი მიმართულებით, კერძოდ, ინიციატივის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენზე გადასვლის ტენდენციის გამოხატულებად იწყო ცვლა. ეს პროცესი დასრულდა პრეზიდენტად (1993 - 2001 წწ) ბილ კლინტონის არჩევით. ამ შედეგის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში წინასაარჩევნო პერიოდში განწყობის აღნიშნული ტენდენციის შესაბამისად ცვლამ აიძულა, საწყის ეტაპზე ინიციატივის ამერიკელ ერზე გადასვლის შესაბამისად მოქმედი, პრეზიდენტი (1988 - 1992 წწ.) ჯორჯ ბუში საქართველოს საკითხში პოლიტიკური კურსის აღნიშნული ცვლა დაეშვა. სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი რუსეთის მანევრი (აფაზეთში სამშვიდობო მოლაპარაკების შუამავლად და გარანტად პრეზიდენტ ბორის ელცინის გამოსვლა და, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პირობების შესაბამისად მძიმე შეიარაღების გატანის შემდეგ სეპარატისტების და რუსეთში ორგანიზებული დამხმარე ძალების - კაზაკთა და ჩრდილოეთ კავკასიელ კონფედერანტთა - ქალაქზე შეტევა), რამაც (სავარაუდოდ ე.წ. ზვიადისტების საბოტაჟის ხელშეწყობით) განაპირობა გაგრის დაცემა (1992 წლის 2 ოქტომბერი). ამერიკის პოლიტიკური კურსის აღნიშნული ცვლით გარანტირებულმა, ადექვატური საერთაშორისო რეაქციისგან დაზღვეულობამ შესაძლებლობა მისცა რუსეთს 1993 წელსაც ესარგებლა ამგვარივე მანევრით, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა და ქართველების წინააღმდეგ ეთნოწმენდის რეციდივის გაგრძელება მოჰყვა მთელს აფხაზეთში. ამ შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბრუნებამ საქართველოში: აფხაზეთში შეთანხმებული მშვიდობის დარღვევას წინ უძღოდა მდინარე ცხენისწყალზე ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის ხაზის გახსნა, რამაც ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება შეამზადა, და შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების და ურთიერთუნდობლობის გაღვივებით და მძიმე შეიარაღების აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობის აღკვეთით, დიდად გაუადვილა მოწინააღმდეგეს აფხაზეთის დაუფლება.

აფხაზეთის დაცემას მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების (ე.წ. ზვიადისტების) და აფხაზი სეპარატისტების მომხრე ჩრდილოეთკავკასიელი კონფედერატების კონსოლიდაცია და სამოქალაქო დაპირისპირების ფრონტის ხაზის მოკლე დროში ცხენისწყლიდან ქუთაისის მისადგომებთან გადატანა. შეიქმნა საქართველოს საქმეებში რუსეთის მეტად ეფექტური ჩარევისთვის ხელსაყრელი სიტუაცია. საქართველოს ხელისუფლების მიერ დსთ-ში საქართველოს ჩართვის საწინააღმდეგო პოლიტიკის დაცვის შემთხვევაში, რუსეთის პირდაპირი თუ შენიღბული ხელშეწყობით, ზვიად გამსახურდიას მომხრეები დაიკავებდნენ მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ნიშნავს საქართველოს ორ ნაწილად გაყოფას: დასავლეთ საქართველოში, ცენტრით ქუთაისი, დამკვიდრდებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, აფხაზეთის სეპარატისტებთან შესაძლო კონფედერაციულ კავშირში, აღმოსავლეთ საქართველოში, ცენტრით თბილისი, შენარჩუნდებოდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, ხოლო რუსეთის არმიის კონტროლქვეშ ჯავა-ყორნისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხის ხაზის გასწვრივ ჩამოყალიბდებოდა ბუფერული ზონა, რითაც რუსეთი მიიღებდა არმენიასთან მის მაკავშირებელ, სტრატეგიულად დაზღვეულ საკონტაქტო დერეფანს. ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს დსთ-ში შესვლის შესახებ განცხადების გაკეთებამ (რაც მისთვის მძიმე ნაბიჯი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მან ადრე დსთ-ს მკვდრად შობილი წარმონაქმნი უწოდა) აღკვეთა მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა, რადგან იმ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკის მესვეურები ამ ორგანიზაციას სსრკ-ს ტოლფას ფაქტორად გადაქცევას იმედოვნებდნენ.

მიუხედავად ამერიკის მთავრობის პოზიციის ამერიკელი ერის მიერ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისთვის ინიციატივის დათმობის გამოხატულებად შეცვლისა და, ამ გარემოების ხელშეწყობით, რუსეთის ექსპანსიისა, ედუარდ შევარდნაძე ინარჩუნებდა მისით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერის აქტუალიზაციის მცდელობის გამომხატველ პოლიტიკას. ამაზე მეტყველებს მის მიერ “დიდი აბრეშუმის გზის” პროექტის ინიციირების მცდელობა, რომლის კერძო ასპექტი, შუააზიური, ირანული და აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის დასავლეთ ევროპისკენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა, რუსთის სივრცეზე ფინანსური ოლიგარქიის გავლენის ზრდაში გამოხატულ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გაფართოების და, ამდენად, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციის რესურსის მნიშვნელოვნად შეზღუდვით, გზას უხსნიდა ქართველი ერის პირდაპირ თვითრეალიზაციას და გლობალურ პროცესებზე ქართველი ერის გავლენის აღდგენის პირობას ქმნიდა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟო სამსახურის ფუნქცია გადაეცა ამ სფეროში სპეციალიზებულ ერთ-ერთ დასავლურ კომპანიას (თუმცა ამ ღონისძიების ეფექტი დიდად შეამცირა აჭარაში ზვიად გამსახურდიას ხანიდან მოკალათებულ, ასლან აბაშიძის სეპარატისტულმა და დესტრუქციულმა პოლიტიკამ). ამავე ტენდენციის მაჩვენებელია 1998 წელს თბილისის ენერგო გამანაწილებელი კომპანიის (თელასი) აქციების 3/4 ნაწილის, ასევე, დასავლური კომპანიისთვის (AES) მიყიდვის ფაქტი.

რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების მიღების შესაძლებლობა გაათავისუფლებდა შუა და დასავლეთ ევროპის ერებს ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის და მისი ახალი ნაზრდის, რუსეთის ფინანსური ოლიგარქიის გარიგების ობიექტის როლში ჩავარდნის საფრთხისაგან, რაც, ასევე, ამ კასტური ეფქტის ფენომენის დაშლის და დეზაქტუალიზაციის პირობაა. ედუარდ შევარდნაძის აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, საქართველო, მზგავსად შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის (1991 წლის შემოდგომა) შემთხვევისა, მოაზრებული იყო რუსეთის მონაპირედ ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების წარმომდგენ სახელმწიფოთა ჯაჭვის და საქართველოს სახელმწიფოს კავშირის ( ე.წ. სუამი, მისი სტრატეგიული გამიზნულობის მიხედვით გაფართოებადი წარმონაქმნი) შტაბბინად, რაც ნიშნავს ამავე ალტერნატივის რეაქტუალიზაციის მცდელობას.

ამასთანავე, ამერიკის მთავრობის კვლავშეცვლილი პოლიტიკური კურსის მისით პერსონიფიცირებულ ალტერნატივასთან შეუსაბამობის პირობებში, ედუარდ შევარდნაძემ, ამერიკის მოკავშირეებს შორის და თვით ამერიკელი ერის შიგნით, კერძო ინტერესის ჯგუფების სახით, იწყო დასაყრდენის ძიება, საქართველოსთან დაკავშირებით მათი ახლად მოტივირებით. ამის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოსთან სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დამყარება და ამერიკის არმენიულ ლობისთან ეკონომიკური ტანამშრომლობის ინიციირება. ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის ამერიკული რეალიზაცია - არმენიელი ერის დიასპორების ამერიკულ საზოგადოებაში ადაპტაციის უზრუნველმყოფელი ეს ელემენტი (ისტორიის წინა ეტაპებზე ისლამური სამყაროს წიაღში რეალიზებულ, ამგვარივე ელემენტთან ერთად, რომელიც სომხობის სახელით ცნობილი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მესამე მნიშვნელობით აქტუალიზაციის საფუძველია, როგორც მდგრადობის ელემენტი - იხ. ავტორის წერილი სომხობის თემაზე), საზოგადოდ, შეიძლება ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ნაწილადაც ჩაითვალოს; მაგრამ საქართველოს საკითხში, სწორედ, ამ ფენომენის დაწინაურების სათანადოდ შეცვლილ, ამერიკის მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ამერიკის არმენიული ლობი, ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის, ამერიკელი ერის ნაწილად განიცდიდა აქტუალიზაციას. ეს სომხობის ფენომენის, მისი მესამე მნიშვნელობით, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, ამგვარივე ერთეულთან, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ასოცირების შესაძლებლობის აღმნიშვნელია. ამ შესაძლებლობის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მწვანეთა პარტიის მაშინდელმა ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ, როგორც ამერიკის არმენიულ ლობისთან ედუარდ შევარდნაძის დამაკავშირებელმა პირმა. ის ამ სტატუსის შესაბამისად 1995 წელს დანიშნულ იქნა ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ე.წ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის (ფაქტობრივად, 2002 წლამდემ მართველი პარტიის) გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ამით პრეზიდენტად არჩეულმა ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ ჟვანიასთან გაიზიარა ფუნქცია, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის არმენიული ლობის აქტუალიზაციის გავლენით თვით არმენიაში ჩამოყალიბდა პროამერიკული პოლიტიკური მიმდინარეობა, რაც ყარაბაღის პრობლემის საერთაშორისო ინსტიტუტების კომპეტენციაში გადაცემის შესაძლებლობას გულისხმობდა.

1995 წლიდან საქართველოში ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი მოვლენების მთავარ ინიციატორად იქცა. ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში მისი უპირატესი კონკურენტი, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ასოცირებული ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან, ფაქტობრივად სრულიად ნიველირებულ იქნა, რაც 1995 წელს ამ პირთა დაპატიმრებაში და მათ თანამოაზრეთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში აისახა.

ამ გარემოების გათვალისწინებით და, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, 1993 წლიდან საქართველოში დომინირებდა სამხედრო ოლიგარქიის ფინანსური ოლიგარქიით და ამ უკანასკნელის ფაქტობრივი მრავალპარტიული სისტემით შეცვლის მართული ტენდენცია. ასევე, მის დასახელებულ ფუნქციურ სტატუსთან სრულ შესაბამისობაში, ედუარდ შევარდნაძემ 1995 - 1998 წლებში მიაღწია გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების აქტუალიზაციას (ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-სუფსა ამოქმედება და ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და შუააზია-დასავლეთევროპის მაკავშირებელი ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტების ინიციირება). ასევე, ეკონომიკურ საფუძველზე (ზუგდიდის, ერგნეთის და ლილოს ბაზრობების სახით, ფაქტობრივად, თავისუფალი ეკონომიკური მიკროზონების ორგანიზებით), თანდათანობით აღდგა ფაქტობრივი კონტაქტი სეპარატისტულ რეგიონებთან და მოიხსნა დაძაბულობა საქართველოს კონფლიქტურ კერებში. ყოველივე ამან გაზარდა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ერის დაბრუნების რესურსი.

ედუარდ შევარდნაძის მიერ დასახელებული ფუნქცური სტატუსის ზურაბ ჟვანიასთან გაზიარებამ შესაძლებელჰყო მისი ახალი ფუნქციური სტატუსის აქტუალიზაციის ტენდენციის განვითარება, ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხის ზრდის გარეშე. ამის მაჩვენებელია, ერთ მხრივ, საქართველოს მმართველი პარტიისგან ედუარდ შევარდნაძის დისტანცირების და საერთაშორისო პოლიტიკაში (ერთა შორის ურთიერთობებში) თუ საშინაო პოლიტიკაში (კერძო ინტერესების ჯგუფების ურთიერთობებში) ბალანსის დაცვის, თანხმობის ფაქტორის აქტუალიზატორ მხოლოო (უსაკუთარგუნდო) პოლიტიკოსად მისი ჩამოყალიბების ტენდენცია; მეორე მხრივ, 1995 წლიდან საქართველოში მოქალაქეთა ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაციის ტენდენცია (სახელმწიფო არ ახდენდა გადასახადების ამოღებასაც კი, მაგრამ, ამასთანავე არ ასრულებდა სოციალური რეგულირების ფუნქციის უმეტეს ასპექტებს) გასცდა ლიბერალიზმის ჩარჩოებს და ფაქტობრივი ანარქიის უნიკალურ მაგალითად ჩამოყალიბდა. ეს გარემოება ედუარდ შევარდნაძეს ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის აქტუალიზაციის ტენდენციის პერსონოფოკაციად წარმოგვიდგენს. ამ ტენდენციის სტაბილიზაციას ხელი შეუშალა დესტრუქციულმა გარეგანმა ჩარევამ, მათი გავლენის ჯგუფების საბოტაჟმა (იხ. ქვემოთ).

1998 წელს რუსეთის მიერ მისი საგარეო ვალების მომსახურების შეჩერების შესახებ განცხადების ხელშეწყობით საერთაშორისო ფინანსური სისტემის კრიზისის განვითარებამ ბიძგი მისცა ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის არაპირდაპირი გზით რეალიზაციის (მართვის მანიის ეფექტის - ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლური ფენომენის გაფართოების ფაქტით, ხოლო ძლევის მანიის ეფექტის ამ გაფართოების მამოძრავებელ მთავარ ფაქტორად რეალიზაციის) ალტერნატივის მიმართ უპირატესი ალტერნატივის აქტუალიზაციას. ამერიკული სამხედრო ინსტიტუტის, ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენს (ნატოს სამხედრო ორგანიზაციას) მიეცა ინიციატივის დაუფლების - ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ეკონომიკური ექსპანსის და ღირებულებათა ამერიკული (დასავლური) სისტემის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორის როლის თვითგაფართოებადი ფაქტორის როლით შეცვლის ანუ რესურსების მოსაპოვებლად პირდაპირი სამხედრო ექსპანსიის პოლიტიკაზე გადასვლის შესაძლებლობა. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, დაიწყო დამატებითი რესურსების (სახელმწიფო სესხების) მობილიზაცია ერაყის, შემდეგ კი, ავღანეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრი კამპანიების ორგანიზებისთვის, რაც, 2003 წელს, ინტერვენციის შემდეგ ერაყის ენერგო­რესურსების მეშვეობით და საერთაშორისო ბაზარზე ენერგომა­ტარ­ებლებზე ფასის მანიპულირების პირობებში მარავალჯერადი მოგებით იქნა კომპენსირებული.

დასავლეთში ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის (და მისი ბირთვის - ამერიკელი ერის) მიერ 1998 წლიდან ინიციატივის დათმობის სინქრონულად შესაბამისადვე შეიცვალა მდგომარეობა რუსეთშიც, სადაც ინიციატივას დაეუფლა რუსი ერი - ძალაუფლება ხელთ იგდო რუსული სამხედრო ინსტიტუტების (უშიშროების სამსახური, არმია, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი) წარმომადგენლობამ, რომელიც შეუდგა რუსული ფინანსური ოლიგარქიის შევიწროებას და თავის დაქვემდებარებაში მოქცევას. ამ გარემოების პერსონიფიცირებული ასახვაა 1999 წელს პრეზიდენტ ბორის ელცინის გადადგომა და რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ პუტინის დასახელება, რომელიც აქამდე, სწორედ, 1998 წელს დაინიშნა ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორად, მომდევნი წელს კი - რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 2003 წლიდან ენერგორესურსებზე ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ინტერესების შესბამისად გაზრდილი ფასის ხელშეწყობით, რუსმა ერმაც დიდად გაიუმჯობესა ეკონემიკური მდგომარება და იწყო ყოფილი გავლენის თანდათანობით აღდგენა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან ერაყსა და, შემდეგ, ავღანეთში ინტერვენცია შეუძლებელი იქნებოდა რუსი ერის თანხმობის გარეშე. მას წილად ერგო ერაყის ნავთობსარეწების ექსპლუატაციაზე დაშვებით საბჭოეთის წინაშე ერაყის ვალის ამოღების შესაძლებლობაც და ჩეჩნეთის მეორე ომში (1999 - 2000 წწ.) დასავლეთის მხრიდან თვით ინფორმაციული პოლიტიკის ასპექტით ჩაურევლობის პოზიციის მაქსიმალურად დაცვა.

ამავე ტენდენციებთან დაკავშირებით მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა არმენიაშიც. 1998 წელს არმენიის პარლამენტის შენობაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ლიკვიდირებულ იქნენ პროამერიკული პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერები. რის გამოც ამერიკის არმენიული ლობისთვის არმენიის დახმარების გასაგრძელებლად აუცილებელი გახდა გადასვლა რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებაზე. ამით საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ტენდენციის სტაბილიზაციის რესურსს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოაკლდა. ზურაბ ჟვანიას მიერ ამერიკის არმენიულ ლობისთან მისი მიმართების შენარჩუნება, მას უნებლიედ რუსეთის ლობისტის პოზიციაში ჩააყენებდა.

საფიქრებელია, რომ 1998 - 2003 წლებში, ფარული საეტაპო ურთიერთ­გარიგების საფუძველზე, რუსეთის და ამერიკის (რუსი ერის და ძლევის მანიის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენების) შეთანხმებული მიზანმიმართული პოლიტიკით საქართველო სტაგნაციის ჩიხში იქნა მომწყვდეული. მასზე დესტრუქციული ზემოქმედებისთვის გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ბერკეტებიც და შინაგანი დესტაბილიზაციის ფაქტორების გააქტიურებაც. მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში საბოტაჟის გაძლიერება და გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცების პრაქტიკის განახლებაც, ამგვარი ფაქტების გახშირების პირობით, ედუარდ შევარდნაძის მიერ ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე კონტროლის დაკარგვის ფაქტად წარმოსაჩენად. ამით მომზადდა საზოგადოებაში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლის გამამართლებელი განწყობა. ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდის მიერ ჩატარებული ზოგიერთი დამსჯელი ოპერაციების განსაკუთრებული, არაადამიანური სისასტიკე გვაფიქრებინებს, რომ ამ გუნდის არაერთი წევრი მონაწილეობდა კიდეც აღნიშნული რეციდივების ორგანიზებაში. კვალის წაშლის ამ, დაბეჯითებულ მცდელობათა მიუხედავად, რჩება იმედი ობიექტური გამოძიებით ამ ფაქტის დადგენის შესაძლებლობისა.

2003 წლის ნოემბრის საპროტესტო მიტინგზე რისეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის გამოსვლის და, საზოგადოთ, მისი მთელი მისიის ამერიკული მხარის მიერ გარეგნული რეაგირების გარეშე დატოვებამ ცხადყო საქართველოს საკითხში რუსეთის და ამერიკის შეთანხმებული მოქმდების ფაქტი. ამ გარემოებამ აიძულა ედუარდ შევარდნაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის მზადყოფნა გამოეცხადებინა იგორ ივანოვის წინაშე, იმ პირობით, რომ ის, რუსეთის ხელისუფლების გავლენის გამოყენებით, ასლან აბაშიძესაც დაითანხმებდა ამ საკითხში. ამით დაძაბულობა მოიხსნა. დაპირისპირებულმა მხარეებმა, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ლევან მამალაძის და ზურაბ ჟვანიას ბანაკები, უკან დაიხიეს მომავალი არჩევნებისთვის სამზადისზე გადასვლის მოლოდინში. მაგრამ, როდესაც იგორ ივანოვი ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ბათუმს გაემგზავრა, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საპროტესტო აქციის ლიდერები ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და, ყველასთვის სრულიად მოულოდნელად, თანამდებობიდან გადადგომის და ხელისუფლების გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა. ამით ლევან მამალაძის ბანაკს სამოქმედო მოტივი გამოეცალა და საქართველომ აიცილა სამოქალაქო ომი, რომელიც განმეორებითი საარჩევნო კამპანიის პროცესში შეიძლება გაჩაღებულიყო, და, რომელიც, ზურაბ ჟვანიას ბანაკისადმი რუსულ-ამერიკული მხარდაჭერის გათვალისწინებით, ან იმავე შედეგით დამთავრდებოდა, ედუარდ შევარდნაძის აღნიშნულ ნაბიჯს რომ მოჰყვა, ან მუდმივი არეულობის (ლიბანიზაციის) პროცესში გადაიზრდებოდა, რაც, უკვე, მხოლოდ რუსეთისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.

ედუარდ შევარდნაძის აღნიშნულმა ნაბიჯმა გარდა სამოქალაქო ომის აცილებისა, შედეგად მოიტანა საქართველოზე ზემოქმედი გარეგანი ძალების ურთიერთობაში დისონანსის შეტანა, რადგან მისი აღნიშნული ნაბიჯი რუსულ მხარეს ამერიკული მხარის მასთან შეუთანხმებელი ჩარევის შედეგად უნდა მიეჩნია. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებდა საქართველოზე მათი ერთობლივი კონტროლის რესურსს. ამრიგად ეს მოვლენა ისტორიაში დარჩება ედუარდ შევარდნაძის უკანასკნელ ლეგალურ აქტად გლობალურ პოლიტიკაში.

შემდგომმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახეს საქართველოს საკითხზე ამერიკა-რუსეთის ფარული საეტაპო შეთანხმების შეთანხმების შინაარსი: საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევა, რუსეთისთვის საქართველოს ეკონომიკური აქრტივების პირველადი შესყიდვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებით. ამ ექსკლუზივის დაცვის შესახებ მეტყველია 2003 წელს, საქართველოში საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე, დასავლური კორპორაცია AES-ს მიერ თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის აქციების რუსული “ინტერ რაო ეეს”-ისთვის მიყიდვის ფაქტი. ამ პროექტის შესაბამისადვე ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა საქართველოში ხელისუფლების რუსეთის და ამერიკის გავლენით ჩამოყალიბებულ, მათ ლობისტურ ჯგუფებს შორის განაწილება. ზურაბ ჟვანია მოგვევლინა რუსული ლობისტური ჯგუფის ლიდერად, რაც მისი საწყისი ფუნქციური სტატუსის განვითრებად შეიძლება შეფასდეს, ხოლო ამერიკული ლობისტური ჯგიფის ლიდერი გახდა მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთაც არ მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში თანდათან ჩამოაშორეს ფაქტობრივ პოლიტიკას. ხელისუფლების ამგვარი გაყოფის ფაქტი დაადასტურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ შესაბამისი ლობისტური გუნდის პოზიციური დანაკლისის ანაზღაურებამ მის ადგილზე მისი გუნდის წარმომადგენლის, ზურაბ ნოღაიდელის დანიშვნით და ამავე გუნდის წარმომადგენლის, კახა ბენდუქიძის ფაქტობრივი უფლებამოსილებების გაზრდით. საბოლოოდ, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებშია მოსალოდნელი, შეუძლებელი აღმოჩნდა პარიტეტის დაცვა.

საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ლობის ინსტიტუტი ამერიკული პოლიტიკური სისტემის ნაწილია, ამდენად ორივე ეს გუნდი ქართული საზოგადოების ამერიკული პროტოტიპის ნიმუშით მოწყობის ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ (ამ დებულების შესაბამისად, საქართველოს გარეთ 2004 წლამდე კახა ბენდუქიძის მოღვაწეობა ცხრომის მანიის კასტირ ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიის გამომხატველია). ხოლო რუსეთისთვის აღნიშნული ექსკლუზივის დათმობა, რაც მის მიერ აჭარის დათმობის ამხსნელია (საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ბათუმის პორტი, მაინც მის ხელში უნდა გადასულიყო), საზოგადოების ამერიკული პროტოტიპის მიხედვით მოწყობის ახალი კერის ჩამოყალიბების პროცესში მის ჩათრევას ისახავს მიზნად. მაგრამ რუსეთი სარგებლობს აღნიშნული ექსკლუზივით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პროექტის შემდგომ განვითარებას კი ეწინააღმდეგება.

საზოგადოების მოწყობის ამერიკული მოდელის საქართველოში რეალიზაცია ქართველი და ამერიკელი ერების თვისებრივი სხვაობის გამო შეუძლებელია. ამ ფაქტორის გაუცნობიერებლობა გახდა ქართულ საზოგადოებაზე ძალდატანების პოლიტიკის დასავლეთის მხრიდან ფაქტობრივად უკრიტიკოდ მხარდაჭერის საფუძველი. ამ გარემოების ხელშეწყობით საქართველოს ახალი ხელისუფლების მოქმედება, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციის მცდელობაში გადაიზარდა. ამას ადასტურებს რევოლუციური ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითრების რუსი ერისგან გამიჯვნის ტენდენციასთან ასოცირ­ებ­ულობა (დამზგავსებით გამოყოფის ეფექტი). მოვლენების ამგვარ განვითარებას, გარდა საქართველოში ამერიკელ ერთან შედარებით რუსი ერის პოზიციის ფარდობითი სისუსტისა, ხელი შეუწყო მიმდინარე ფაზის კონკრეტულობამაც: ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასასრულამდე, ანუ 2007 წლის ჩათვლით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის უპირატესობა ეკუთვნის ამგვარ ერთეულს მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით.

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ხელისუფლების ქართულ საზოგადოებაზე ძალდატანების პოლიტიკა უმძიმესი დანაშაულების უწყვეტ პრაქტიკაში აისახა. 2004 წლიდან დღემდე ქართულმა საზოგადოებამ დიდი დამცირება და ტანჯვა გამოიარა.

ედუარდ შევარდნაძეს შეეძლო მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების აცილება. მას აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა 1998 თუ 1999 წელს (ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ) წარუდგინა ოპტიმალიზმის დოქტრინის ძირითადი დებულებები ადაპტირებული ტექსტით, რომელიც ამ წერილის ავტორთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. სამწუხაროდ ედუარდ შევარდნაძემ, მიუხედავად ივერი ფრანგიშვილისადმი მისი დადებითი დამოკიდებულებისა, არ გამოიჩინა დაინტერესება შეთავაზებული თემისადმი, რომელსაც შეეძლო შეეცვალა დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, შეეჩერებინა დღემდე მოქმედი პროექტები, რომლებიც დესტრუქციულ გავლენას ახდენენ ქართულ საზოგადოებაზე. ამით მან ხელიდან გაუშვა მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის ინიციირების ანუ კარიერის უდიდესი აღმავლობით გაგრძელების და დასრულების შესაძლებლობა. ეს იქნებოდა მესამე ქართველის კონცეფციის ლოგიკური დასრულება. ჯერჯერობით კი ეს კონცეფცია, თუმცა მსოფლიო პროცესებში ქართველი ერის როლის წარმოჩენაში დაგვეხმარა, დაუსრულებელი პროცესის სიმბოლოდ რჩება.