ფასდაუდებელი რეცეპტი: ბრინჯის მაიონეზი ნებისმიერი სალათისთვის

ფასდაუდებელი რეცეპტი: ბრინჯის მაიონეზი ნებისმიერი სალათისთვის

გთავაზობთ, მოსინჯოთ დიეტური მაიონეზი კვერცხის გარეშე: ის სოცრად გემრიელია და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

მდოგვი - 1 ჩ/კ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 0,5 ჩ/კ

ზეითუნის ზეთი - 200 მლ

მოხარშული ბრინჯი - 100 გ

მომზადების წესები

მოხარშულ ბრინჯს შეურიეთ საჭირო ზეითუნის ზეთის ნახევარი, დააბლენდრეთ. დაუმატეთ მდოგვი და კვლავ ათქვიფეთ.

ბრინჯის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ამჯერად თქვიფეთ ხელის ზამბარით.

როცა სოუსი საკმაოდ გასქელდება, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი. გააჩერეთ მაიონესი 10 წუთით. სურვილისამებრ სოუსს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ნიორი და მწვანილი – საოცარი მაიონეზი გამოდის!