გახარია საარჩევნო ყუთთან არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და ოპოზიციის ბრალდებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა

გახარია საარჩევნო ყუთთან არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და ოპოზიციის ბრალდებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქაალაქეობრივი ვალი ხმის მიცემის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოიხადა და მედიისთვის კომენტარიც გააკეთა.

გიორგი გახარიამ ღიმილისმომგვრელი უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ღიმილისმომგვრელია როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს"- თქვა მინისტრმა.

ის საარჩევნო უბნებთან მომხდარ დაპირისპირებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ჩარჩოში იმოქმედებს.

"იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა”,- აღნიშნა გახარიამ.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" “დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს".