დაპირისპირება მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ "ოცნების" წარმომადგენლები დღეს მის შვილსაც დაესხნენ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე წუთის წინ მიაყენეს.
მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები თავს "ტაბულას" მთავარი რედაქტორის შვილს, კატო კოპალეიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ქალიშვილს ანა ბარამიძეს დაესხნენ თავს.
დამკვირვებლები ყვებიან, რომ დმათ ჯერ მამაკაცმა შეაგინა, შემდეგ კი ქალმა ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადა.
"ავი და აგრესიული ქოცების ძალადობრივი საქციელი, რაც კანონით დასჯადია, ვნახოთ როგორი იქნება შსს-ს რეაგირება.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ კრიმინალებთან შეზრდილი მავნებლების ავი ძალის დრო მალე დასრულდება.
P.S ქოცი რომ თავს ესხმის ის ჩემი შვილია. არ შეუშინდა ქოცებს და იმათ არ მოეწონათ"- აცხადებს ბარამიძე.
მესმის, რომ ჩერგოლეიშვლიც ძალიან აღშფოთებულია და ბარამიძეც - ჩვენს ქალიშვილებს თავს დაესხნენ "ოცნების" აქტივისტები და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო...
მე რა მაინტერესებს: ამ ქალიშვილებს არაფრით მოუხდენიათ თავდამსხმელთა პროვოცირება და ასე, უმიზეზოდ, ჯერ მამაკაცმა შეაგინა, რომ დაინახა ესენი და მერე ქალმა სცემა?
გიჟები იყვნენ ის თავდამსხმელები?!