უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილის პოსტი:
უნდა დავწერო....
ზიხარ ადამიანი და მოსთქვავ ყოფით პრობლემებზე...
გინდა ყველაფერი, სახლი, მანქანა, ტანსაცმელი, საუკეთესო საკვები, მოგზაურობა.... წუწუნებ და ოცნებობ ამაზე....
სიცოცხლე გიხარია, ისწრაფვი და არავინ არ იცის ხვალინდელი დღე ვის როგორი გაუთენდება ან გაუთენდება თუ არა....
სოციალურ ქსელში გადმოცხოვრდა ყველა (ეს მეც მეხება), ან ვეფერებით მოყვასს ან მიწაში ვდებთ, ვწყევლით, ვაგინებთ ან მოკვლით ვემუქრებით, ვაყენეთ შეურაცხყოპფებს, კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს....
ერთმანეთს აქ ისეთ განაჩენს გამოვუტანთ, რომ შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდეც მივბიყვანოთ მაგრამ სულ არ გვაინტერესებს....
ვანადგურებთ ყველას და ყველაფერს რაც ჩვენს აზრს არ ემთხვევა და ამას დემოკრატიის სახელით ვაკეთებთ!
ძალიან ხშირად სიტყვის თავისუფლება - თავხედობასა და სხვისი უფლებების შელახვაში ვლინდება და ესეც დემოკრატიის სახელით....
ყოველ წუთს 24 საათის განმავლობაში ზერცაში ვაგზავნით ჯოჯოხეთურ ნეგატივს, რომელიც უკლებლივ უბრუნდება ქვეყანას და ფაქტობრივად საქართველო დღეს ჭირისუფალია, დღე არ გავა საზარელი შემთხევვა არ მოხდეს.....
გუშინ ვისაც ვწყევლიდით,წყევლამ თუ უწია მერე ლოცვით ვაძლიერებთ და აი ესაა ფარისევლობა....
ჩვენ დავშორდით უფალს უკვე წლებია, ფასადურად დავდივართ ეკლესიაში და წმინდა მარხვის საიდუმლოც მოდად ვაქციეთ....
მერე უფალს ვსაყვედურობთ. რატომ უფალოო, რა დააშავაო....
ყველა ვაშავებთ, ყველა ვცოდავთ და დღეს რაც გვჭირს მთელ ქვეყანას ეს ჩვნი საქციელის გამოზახილია, ბუმერანგია ეს ცხოვრება რასაც ვაგზავნით იმას ვიღებთ....
გადახედეთ მეგობრების კედელს, სიკვდილიანობა უფრო მეტია ვიდრე ბედნიერი დღეების გაზიარება....
ადამიანს, რომ ვიპოვით უკვე ესეც გვიკვირს....
უცხო ადამიანისგან სიკეთეც კი გვიკვირს უკვე, როცა საქართველო ამით იყო ცნობილი, სტუმარ-მასპინძლობით, სიყვარულით და სიკეთის ქმნით....
დავაბრუნოთ ჩვენში ადამიანი, უფალს გავუღოთ ისევ გული კარი და მისი გზით ვიაროთ, რომ ეს ნეგატიური და დაწყევლილი წრე დასრულდეს..........
აღარ მინდა დროზე ადრე შეწყვეტილი სიცოცხლის შესახებ ამბის გაგება, ძალიან ვითრგუნები....
პირველ რიგში მე საკუთარ თავს ვეუბნები ამ სიტყვებს....
ამდენმა სიძულვილმა და აგრესიამ მოგვიტანა ეს ნეგატივი რაც ხდება ყოველდღე......
წლებია რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით.........
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და მასთან ერთად მოგვცეს ჩვენ გონიერება და საღი აზრი, რომ ვიაროთ მისი გზით........