ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ სტუმრობდა

ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ სტუმრობდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია - ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

"მმართველი პარტიის თავმჯდომარე „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია. ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს", - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა არის დაბალი.