„შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო

„შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო"

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, მედიასთან რამდენიმედღიან დუმილს არღვევს.

იგი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“  ბოდიშს უხდის.

კოსტავას თქმით, დაუფიქრებელი ფეისბუქ პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.

„ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას.მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა - დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო“ , - განაცხადა ნანა კოსტავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

სოციალისტი ნანა, შენ კარგი ქალი ხარ. რაღაც ცოტა როყიოდ ნათქვამი გამოგივიდა, მაგრამ ამ ჩასაფრებულ უნამუსოებს მეტი რა უნდოდათ?! უღონ ვინმეს ტალახი ესროლონ, გადაუარონ , განაქიქონ, ლუკმა წაართვან, ოჯახი დაუნგრიონ, გააუბედურონ, ჯვარს აცვან, ცოცხლად მოკლან ეს არის ამ უნამუსო ხალხის ცხოვრების აზრი, ვინც შენ მოგდგა და დაუღლელად გესვრის ლაფს! გულთან არ მიიტანო, დუმილით უპასუხე ამ ნაძირალებს და მშვიდად გააგრძელე ცხოვრება!
6 წლის უკან