„მეორე ტურის საბოლოო შედეგები, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის უსიამოვნო აღმოჩნდება“

„მეორე ტურის საბოლოო შედეგები, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის უსიამოვნო აღმოჩნდება“

შალვა შავგულიძე თუ ლადო კახაძე – ამას მთაწმინდის ამომრჩველი 9 ივნისს გადაწყვეტს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი დეპუტატის მანდატს კახაძეს მიანიჭებს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ რჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი მეტია, რადგან შავგულიძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იყო.

„რაც შეეხება მეორე ტურის საბოლოო შედეგებსა და ამ მხრივ კანდიდატებს შორის სხვაობას, კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, რომ შედეგები ოპოზიციისთვის, სავარაუდოდ, „უსიამოვნო“ აღმოჩნდება. დაპირისპირებას არჩევნების დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს. ეს არ არის გამორიცხული არც ერთ შემთხვევაში, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მგონია, რომ ვნებათაღელვა ნაკლები იქნება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძემ.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

„შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია მოუწოდებს შსს–ს და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარ ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

გიგა ბოკერიამ მიმართა ამომრჩეველს, რომ ზეწოლის, მუქარის და დაშინების ერთადერთი წამალი არის არჩევნებზე მისვლა და თითოეული მოქალაქის მხრიდან საარჩევნო ყუთთან ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა და ნების დაფიქსირება. კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ მმართველ გუნდს უყენებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, საკუთარ სახლებზე გამოკრული მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან.

ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, ბრალდება საარჩევნო გარემოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. უმრავლესობა მტკიცებულებას ითხოვს, რომლითაც დასტურდება ხმების მობილიზების მიზნით პატიმრებისა და მათი ოჯახების გამოყენება.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომ მოახდინოს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ასეთ განცხადებებს ვისმენდით ყველა არჩევნებზე, მაგრამ, როგორც წესი, ეს არ დასტურდებოდა. ისინი ცდილობენ არასწორი, გადამეტებული და გაფერადებული ინფორმაციებით მოატყუონ საზოგადოება. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე არჩევნები მთაწმინდაზე. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

თუ „ევროპულ საქართველოს“ მართლაც აქვს არჩევნებში კრიმინალების გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ეს არის პირდაპირი დანაშაული, რამაც ვითარება შესაძლოა, უმართავიც გახადოს.

„როგორ შეიძლება კრიმინალების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ ხდება მოსახლეობის დაშინება, ფაქტობრივად, ამომრჩეველზე ტერორია. ამიტომ, ახლა ამისი შეფასება როგორც სახელმწიფოს რესურსისა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არაფრით შეიძლება ამისი დაშვება. თუ ასეთი პრეცედენტი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე და რთული. ასეთ ვითარებაში პროცესები შეიძლება გახდეს უმართავი, მაგრამ ვნახოთ.

ასეთი განცხადებები კეთდება, თუმცა საქმე საქმეზე როცა მიდგება ხოლმე, რაღაც დამადასტურებელი არაფერი აქვთ. თუ რაღაც გამონაკლისები არსებობს, რა თქმა უნდა, ამ ფაქტების მოპოვება, რთულია, მით უმეტეს, ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის. თუ ეს მასობრივად ხდება, მაშინ ასეთი ფაქტები უნდა მოიპოვონ და არა მარტო გაასაჯაროონ, არამედ ასეთ შემთხვევაში პირდაპირ უნდა მოხდეს მისი შეფასებაც და სასამართლოსთვის მიმართვა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

tngh ესეთივე ბინძურ ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნემ შ. შავგულიძის "სიყრმის მეგობრები" თავიანთ ყმაწვილკაცობაში ბ-ნი ზვიადის მიმართ. გ. ბოკერია და მისი მეგობრები, ნაცნობ ხელწერას არ ღალატობენ... ოღონდ, ის კი არ იციან, რომ საზოგადოება იგივე სიცრუეს უკვე ღიმილით პასუხობს...
5 წლის უკან

tngh არჩევნებში ხმების ყიდვის მიზნით, დილიდან ბიზინას "მთაწმინდაზე" ტონობით კიტრი და პომიდორი შეაქვს. ამომრჩევლებს დღეს, ხვალ და ზეგ ბინებზე "დაურიგებენ". სასალათე მწვანილს, ძმარს და მარილს კი, საარჩევნო უბნებზე "დაარიგებენ". მარწყვი, ალუჩა და ბალი "ალექსანდრეს" და "ვერის" ბაღში "რიგდება"... იმედია, "ნაცისტ-ბოლშევიკთა" ფხიზელ თვალს ეს ამბავი არ გამოეპარება...