სალომემ, იგივე ნინომ, ხელკავი გამოსდო ბიძინას, იგივე არმაზს

სალომემ, იგივე ნინომ, ხელკავი გამოსდო ბიძინას, იგივე არმაზს

სალომემ, იგივე ნინომ, ხელკავი გამოსდო ბიძინას, იგივე არმაზს - ამ განცხადებით, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, წმინდა ნინოს გზის გავლას ეხმაურება.

"საქართველოს მითოლოგიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სალომემ, იგივე ნინომ, მოილოცა რა გაცი, იგივე მეუფე დანიელი და გაიმი, იგივე მეუფე ნიკოლოზი, არმაზის კერპს, იგივე ბიძინას, ხელკავი გამოსდო და ქუთაიას უხვწყლოვანი პორტისკენ გაეშურა, რათა ფოთის ფართომუცლიანი პორტის გავლით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოსაოტებლადაეღოთ გეზი. მაგრამ შედგა თუ არა ფეხი ხალიბური ჟეშტით ნაჭედ ანტიკურ ხომალდ არგოზე, მზე მყისვე დაბნელდა და სალომე იგივე ნინო, რაღაც ჯადოსნობით, მედეად, იგივე ყოფილ დეპუტატ ომარად გარდაისახა.

ხომალდმა პირი იცვალა და ანდრიას გზებით ქვეყნიდან გაფრენილ მიხეილ პორფიროგენეტ წმინდასისხლიანს დაედევნა, რათა მისტიკურ წყვდიადში მოეხელთებინა იგი და ჯვარკომბლით გვარიანად დაეთეთქვა კიდევაც. მიხეილ პორფიროგენეტი კი, იგივე ამირანი, იგივე იაზონი, იგივე ანზორი, იგივე იგორი ამასობაში, კიევის რუსეთის მოწმენდილ ცაზე, ხელთუქმნელი საფრენი აპარატით ღრუბელთა და გუმბათთა შორის დანავარდობდა და ოდენ უგემრიელეს პელმენებზე ფიქრობდა, რომელთაც ქვემოთ, მონასტრის კელიაში, იაროსლავ მუდრი, თავის ნაზირვეზირებსა და ბოგატირებს, ჟამიდან ჟამად ათუხთუხებინებდა და მიხეილს, იგივე იგორს, იგივე ამირანს, იგივე ანზორს არკი უნაწილებდა ხოლმე", - აცხადებს მინდიაშვილი.

 

სოციალისტი ამას ახლა ვიღაცა მადლიანი გაძუყნავს საქართველოს სახელმწიფოს და მისი პრეზიდენტის, მისი წარსულის და მისი ქრისტიანული რწმენის შეურაცხყოფისათვის და მერე ატეხენ ქათმები კრიახს!
6 წლის უკან