სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა. პრეზიდენტის ამ გადწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსებს "გამოეხმაურა მამა პეტრე კოლხი:
"ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ფოტო რომ ვნახე, ზვიადის ლექსი გამახსენდა-"წინ მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე, წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი"!..
მოღლიცინეებს, ცოტა ძალიან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, საოცრად მომეწონა თქვენი ეს ნაბიჯი... ვისურვებდი, ყველა პრეზიდენტმა სამომავლოდ იგივე ნაბიჯი გადადგას და არა მარტო ნინოს გზით, ასურელი მამების, ანდრია პირველწოდებულის გზითაც იაროს...
ზოგიერთს თავი ძალიან ევროპელი და გამოსული ჰგონია, სინამდვილეში ორღობეს ვერ გასცდნენ...
შეიძლება ადამიანის დამოკიდებულება და მიდგომა არ მოგწონდეს, მაგრამ უწმაწური სიტყვების კორიანტელით ყველა თავს ილანძღავს... ფსევდოლიბერალები ვითომ ყველას უფლებას იცავენ, სინამდვილეში თავად უწყობენ ხელს ნებისმიერ ძალადობას!..
ქალბატონო პრეზიდენტო, როცა ვიღაც არ მომწონს, მასზე საერთოდ არც ვსაუბრობ და არც ვფიქრობ... აპატიეთ, ასე მიეჩვივნენ, აღზრდის ბრალია..." - წერს პეტრე კოლხი.