მარწყვის მურაბა ხარშვის გარეშე

მარწყვის მურაბა ხარშვის გარეშე

ინგრედიენტები

მარწყვი - 1 კგ

შაქარი - 800 გ

მომზადების წესები

მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები და გააშრეთ. დაჭერით კენკრა 5-6 ნაწილად.

ღრმა ჯამში ფენა-ფენა მოათავსეთ მარწყვი და შაქარი, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით.

მეორე დღეს მარწყვი წვენს გამოუშვებს და შაქარი დადნება. საჭიროების შემთვხევაში რამდენჯერმე ამოურიეთ ფრთხილად.

გაასტერილეთ ქილები ადუღებული წყლის ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში.

გაანაწილეთ მარწყვის მურაბა ცხელ-ცხელ ქილებში და მოუჭირეთ თავსახური.

შეინახეთ მაცივარში.