„სანდრა როდესაც რევოლუციურ სცენარზე განცხადებას აკეთებდა, მის უკან თითქმის არც ერთი ლიდერი არ იდგა“

„სანდრა როდესაც რევოლუციურ სცენარზე განცხადებას აკეთებდა, მის უკან თითქმის არც ერთი ლიდერი არ იდგა“

„შესაძლოა, სამეგრელოში რულოვსი ვიღაცებს მოსწონთ, რადგან მან მეგრული ისწავლა, ან მეგრულად მღერის, მაგრამ იგი აბსოლუტურად ხელოვნურად თამაშობს, თითქოს უყვარს საქართველო, მაგრამ მის განცხადებებში იგრძნობა სიყალბე. ამიტომ არა მგონია, სანდრა რულოვსი გახდეს რევოლუციური მოძრაობის ბაირახტარი“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ქართულ ოცნებაშიფიქრობენ, რომ სამეგრელოშინაციონალთათარეში დასრულებულია. შეგვიძლია გავიმეოროთ ეს სიტყვები და ჩავთვალოთ, რომ სამეგრელონაციონალებისგანთავისუფლდება?

- ეს შეიძლება იყოს უფრო ემოციურ დონეზე ნათქვამი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ზუგდიდში საკმაოდ აქტიური იყო, არსად გამქრალა, ეს ორგანიზაცია იქ არის და სანდრა რულოვსის მიერ მიღებული ხმების 42%-იც რეალურია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზუგდიდის აქტიობა სულ რაღაც 35% იყო. ახლა 35%-ის 42% რომ ვიანგარიშოთ, არც თუ ისე შთამბეჭდავი ციფრი გამოდის, მაგრამ ამ ციფრებს თავი დავანებოთ, რეალობაზე ვისაუბროთ. რეალობა ისაა, რომ ჯერჯერობით „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ერთეული, არსებობს, სამეგრელოში მას სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მყარი პოზიციები აქვს. თუ რატომ ხდება ასე, ამ თემაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, მოუწევს „ქართულ ოცნებას“ იმაზე ზრუნვა სამომავლოდ, რომ ეს რეგიონი დაიბრუნოს და იქ საკუთარი გავლენა და პოპულარობა გაზარდოს.

პირველ ტურში გამარჯვება არ იძლევა თვითდამშვიდების საფუძველს, რადგან საპარლამენტო არჩევნებისთვის თვისობრივად უკვე სხვა სიტუაცია იქნება. ასე რომ, თქვენი გამოცემის მეშვეობით მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, მაინცდამაინც თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემიან და ზედმეტ ეიფორიაში ნუ ჩაიგდებენ საკუთარ თავს.

თქვენ ამბობთ, რომქართულ ოცნებასმოუწევს სამეგრელო დაიბრუნოს, მაგრამ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებია სამეგრელოსთვის. რატომ შეიძლება გაჩნდეს მის მიმართ ნოსტალგია სამეგრელოში? ეს იმით აიხსნება, რომ სააკაშვილმა შევარდნაძე გაისტუმრა, რომელიც, თავის მხრივ, მეგრელებისთვის სათაყვანებელ ზვიად გამსახურდიას დევნიდა?

- კი ბატონო, არის ასეთი ახსნაც, მაგრამ, როდესაც ასეთ ახსნას სთავაზობენ ხალხს, ეს რაღაცით უნდა დაასაბუთონ, თუნდაც სოციოლოგიური გამოკითხვით. ზოგადად, სამეგრელოში კუთხურობის ელემენტი ძალიან განვითარებულია, ზვიად გამსახურდიას ფაქტორიც საკმაოდ მძლავრად მუშაობს, ამიტომაც მანიპულირებდა სანდრა რულოვსი სწორედ გამსახურდიას სახელით. არის ეს ფაქტორი, მაგრამ ძალიან უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომ მოახდინოს სააკაშვილის ასოცირება ზვიად გამსახურდიასთან. სააკაშვილი ტიპური კოსმოპოლიტია, სულით ხორცამდე და როგორ შეიძლება ის შევადაროთ თავიდან ბოლომდე ეროვნული ცნობიერებით გაჟღენთილ ზვიად გამსახურდიას?! არანაირი საფუძველი გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის პარალელების გავლებისა პირადად ჩემთვის არ არსებობს. ამას არც ობიექტური რეალობა ადასტურებს და არც ამ ორივე პიროვნების მიერ განვლილი გზა.

19 მაისის არჩევნების დღეს წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ მღელვარების ტალღა სამეგრელოდან უნდა გადასულიყო აჭარაში, შემდეგ უნდა მოსდებოდა ქუთაისს, ზესტაფონს, ხონს და ყველაფერი ადუღებულიყო. ახლაც რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობსნაციონალთამერობის ყოფილი კანდიდატი. რამდენად რეალისტურია ეს სცენარი?

- არა მგონია, მაინცდამაინც რეალისტური იყოს, როგორც ხედავთ, სიტუაციის ადუღება მათ არ გამოუვიდათ. სიტუაციის ადუღებას და რევოლუციური სცენარის კულტივაციას სჭირდება ლიდერი. რამდენად გამოდგება ქართველებისთვის ლიდერად სანდრა რულოვსი, შეიძლება, სამეგრელოში ის ვიღაცებს მოსწონთ, რადგან მეგრული ისწავლა, ან მეგრულად მღერის, მაგრამ ის აბსოლუტურად ხელოვნურად თამაშობს, თითქოს უყვარს საქართველო, მის განცხადებებში ძალიან იგრძნობა სიყალბე. არა მგონია, სანდრა რულოვსი გახდეს რევოლუციური მოძრაობის ბაირახტარი. გარდა ამისა, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში მყოფ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც რევოლუცია არ მიაჩნიათ გამოსავლად.

ფატალური შეცდომები უნდა დაუშვას ხელისუფლებამ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება რევოლუციის მეშვეობით გაუშვას. არ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა. მით უმეტეს, ისეთ პოლიტიკურ ძალას, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოუვა სიტუაციის არევა. ხალხმა უკვე გაიგო მათი მმართველობის სტილი, ძალიან ბევრმა საკუთარ ტყავზე იწვნია მმართველობის ეს სტილი. სიტუაციის ადუღება შეუძლია სრულიად ახალ პოლიტიკურ ლიდერს, ახალ ძალას, რომელიც ჯერ არ არის გასვრილი პოლიტიკურ ბატალიებში და ხალხის ნდობა გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ძალა ასპარეზზე აქტიურად არ არის გამოსული.

მთაწმინდის ოლქზეც მინდა გკითხოთ, სადაც მესამე ადგილზე ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა - ლევან იოსელიანი გავიდა 1000 ხმით. ეს კარგი სასტარტო შედეგი ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან პოლიტიკაში სხვა მოთამაშეებიც შემოვლენ?

- მე პირადად არ ვიცნობ ამ პიროვნებას. რამდენადაც ვიცი, ის ელისაშვილის მხარდაჭერით სარგებლობდა და ჩემი ოფისის სიახლოვეს ელისაშვილთან ერთად არის გამოსახული პლაკატებზე. მისი ცნობადობა ხალხში განპირობებული იყო ელისაშვილის ფაქტორით, ელისაშვილი რომ მოეცილებინათ პლაკატიდან, ხალხისთვის ეს პიროვნება აბსოლუტურად უცნობი იქნებოდა. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ მან ეს 1000 ხმა აიღო არა თვითონ, არამედ ძირითადად ელისაშვილის ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტის დახმარებით.

როგორი იქნება შალვა შავგულიძის სამომავლო პერსპექტივა? მისი დაზავებაევროპულ საქართველოსთან“, რამაც მას განსაკუთრებული პოპულარობა არ მოუტანა, კვლავაც გაგრძელდება?

- ზავი, ცოტა არ იყოს, არც თუ ისე ზუსტად ასახავს ამ ალიანსის შინაარსს, რაც დაიდო „ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის. უბრალოდ, მოხდა ინტერესთა დამთხვევა, რადგან „თავისუფალ დემოკრატებს“, ფაქტობრივად, პარტია ჰქონდათ გადასარჩენი, რადგან მათ ყველა მხრიდან მოეჭრათ რესურსები. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობდა დეგრადაცია, ყველა ღირებულმა და ცნობადმა ლიდერმა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა, იქ დარჩა მხოლოდ ის ხალხი, რომლებიც საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობდნენ. შალვა შავგულიძეს, რომელსაც არც თუ ისე დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში, პოპულარობა მოუტანა სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაუთვლელმა პიარსვლებმა, რომლებმაც მის მიმართ მიაპყრეს საზოგადოების ყურადღება და ერთგვარი შერისხულის და მსხვერპლის მანტია მოარგეს.

მოგეხსენებათ, ქართულ საზოგადოებაში სიმპათიები მის მხარესაა, ვინც დაჩაგრულის როლშია. მე ვფიქრობ, აქ უფრო სხვა კომბინაცია თამაშდება, რადგან შავგულიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „ევროპულ საქართველოსთან“ მისი გაერთიანებისა იყო პროდასავლური ძალების კონსოლიდაციის სურვილი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე. ვფიქრობ, ხომ არ არის „ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის შექმნილი ალიანსი პირველი ნაბიჯი, ან პირველი ნიადაგის მოსინჯვა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ახალი ალიანსი, რომელიც დასავლეთს შესთავაზებს საკუთარ თავს და მას ექნება ისეთი პოლიტიკური დისკურსი, რომ აი, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური წარსულის და განსხვავებული ორიენტაციის მქონე ძალებმა მოვახერხეთ ერთმანეთის მიმართ წყენის და კონფრონტაციის დავიწყება, გადავდგით ნაბიჯი შერიგებისკენ, საერთო ღირებულებების ირგვლივ გავერთიანდით და ვაყალიბებთ ახალ ძალას. ეს არის სწორედ ის, რასაც დასავლეთი ითხოვს ჩვენგან. ყველა, ვინც კი ჩამოდის უცხოეთიდან საქართველოში და აფასებს ჩვენს სიტუაციას, ამბობს, რომ თქვენთან უკიდურესად პოლარიზებული გარემოა, რაც ვნებს დემოკრატიულ პროცესებს. შავგულიძემაც და „ევროპულმა საქართველომაც“ კარგად იციან დასავლეთში არსებული განწყობები და შესაძლოა, შეეცადონ, ამ განწყობებზე ითამაშონ, საკუთარი თავი შესთავაზონ დასავლეთს, როგორც ალტერნატიული ძალა.

დღეს ბევრს საუბრობენნაციონალებისშიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. სადამდე შეიძლება გაღრმავდეს ეს პროცესი და შეიძლებოდა თუ არა ამ დაპირისპირების განჭვრეტა არჩევნებამდელ პერიოდშიც?

- არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ შიგნით რომ შიდა გარჩევები დაიწყებოდა, ეს ჩემთვის ისედაც ნათელი იყო. ასეც მოხდა, რადგან სანდრა რულოვსის წარდგენიდან დაიწყო ეს უთანხმოებები, მით უმეტეს, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გააკეთა ჯერ სააკაშვილმა, შემდეგ სანდრა რულოვსმა, ფაქტობრივად, ეს იყო პროცესის რადიკალიზაციისკენ წაყვანა. მიაქციეთ ყურადღება, როდესაც სანდრა რულოვსი რევოლუციურ სცენარზე განცხადებას აკეთებდა, მის უკან არ იდგა „ნაცმოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ არც ერთი ლიდერი. თუ არ ვცდები, ერთი ბარამიძე გამოჩნდა, ისიც ეპიზოდურად. როდესაც ასეთი სტრატეგიული ხასიათის განცხადებები კეთდება, ეს უნდა მოხდეს მთელი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ. აქ უნდა ყოფილიყო მთელი გაერთიანებული ოპოზიციის ხელმძღვანელობა და ეს უნდა შეთანხმებულიყო ყველასთან. ახლა კი გამოდის, რომ ეს იყო შეუთანხმებელი განცხადება და ახლა ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, სანდრა რულოვსს ნამუსი მოწმინდონ და თქვან, დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობთო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილი რჩება პარტიის ფაქტობრივ ლიდერად და გრიგოლ ვაშაძე არის მხოლოდ ნომინალური ფიგურა.

ნაცმოძრაობაშიზოგიერთები იმთავითვე თვლიდნენ, რომ სანდრას წამოყენება კანდიდატად არასწორი იყო, თუმცა დღეს უკვე ისმის საპირისპირო მოსაზრებები, რომ არა სანდრა, ზუგდიდში სხვა კანდიდატი ამდენ ხმას ვერ მიიღებდა.

- არ ვიცი, სანდრას წამოყენება კანდიდატად სწორი იყო, თუ არასწორი, მაგრამ მიმაჩნია, რომელიმე ადგილობრივი პარტიული ლიდერი რომ დაეყენებინათ კანდიდატად, ვისაც კავშირი აქვს სამეგრელოსთან, გაცილებით უფრო მომგებიან პოზიციაში იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. სანდრა რულოვსმა რამდენადაც კარგად არ უნდა ილაპარაკოს მეგრულად, ის მაინც ვერ გახდება თავისიანი და იქაური. ვინც იცის სამეგრელოს და, ზოგადად, ჩვენი ქართული კუთხეების ადათ-წესები და ტრადიციები, ალბათ, დამეთანხმება ამაში.

და ბოლოს, რა აჩვენა ლადო კახაძის შედეგმა? დაიღალნენმთაწმინდელებიპოლიტიკით?

- ლადო კახაძის შედეგის პირველი მიზეზი იყო ამომრჩეველთა დაბალი აქტიობა. მეორე, მისი ხმები ძირითადად მოპოვებული იყო „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსის დახმარების შედეგად, თორემ როდესაც ბატონი კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით იყრიდა კენჭს, მხოლოდ 600 ხმა აიღო. ის პოპულარული, ჭკვიანი კაცია, რა თქმა უნდა, ლადო კახაძე უყვართ თბილისში, ის ცნობადი ფიგურაა, მას წარდგენა ზედმეტად არ სჭირდება, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, აბა, რა მოგახსენოთ. მით უმეტეს, აბსოლუტურად უაზრო შავმა პიარმა, რაც ააგორეს შავგულიძის მიმართ, მე მგონი, პირიქით იმუშავა შავგულიძის სასარგებლოდ.

მეორე ტურში რა შედეგს ელით?

- მეორე ტურში, ალბათ, მოხდება ძალების მობილიზება და, სავარაუდოდ, მმართველი პარტია გაამარჯვებინებს კახაძეს, თუ, რაღაც გარიგება არ არის დადებული „ევრონაცებთან“, რისი ძალიან მცირე ალბათობაცაა, ანუ სულ რაღაც 0,5%-ია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი გარიგდებიან „ევრონაცებთან“ იმ მიზნით, რათა წარმოაჩინონ, რომ მათ შეუძლიათ, როგორც მოგება, ისე დამარცხება, რომ მათ შეუძლიათ, შეეგუონ შავგულიძის მოგებასაც.