„დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანის მხრიდან 42%-ის აღება ცოტაა?“

„დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანის მხრიდან 42%-ის აღება ცოტაა?“

19 მაისის არჩევნებიც დასრულდა თავისი აუდიოჩანაწერებით, კოორდინატორთა ზეაქტიურობით, გამქრალი ბიულეტენებით, დამარცხებულ „ნაციონალთა“ შორის საქმეების გარჩევით, გაბრაზებული მეგი გოცირიძით, რევოლუციაზე ფიქრის გაელვებით, „შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“ სააკაშვილის დაქადნებით, სანდრასა და ნიკანორ მელიას განსხვავებული გზების არჩევით...

„მზად ვარ ივანიშვილის წინააღმდეგ იარაღი ავიღო“, - ეს ჰოლანდიელი ჟანა დარკის სიტყვებია.

„უნდა დავიძრათ და ჩამოვიდეთ რუსთაველზე“, - ეს თაკო ჩარკვიანის მოწოდებაა.

ვინ მოიგო 19 მაისის არჩევნები?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ არჩევნებმა -მთაწმინდელები დაიღალნენ ამდენი ექსპერიმენტით და ამიტომაც დაფიქსირდა მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა? რაც შეეხება ზუგდიდს, ყველა ელოდა, რომ ზუგდიდშიქართული ოცნებისგამარჯვება არ იქნებოდა იოლი, მაგრამოცნებამგაიმარჯვა.

- მთაწმინდამ მოგვცა რეალური განწყობა იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. საქართველოში ახლა ისეთი განწყობაა, რომ ამომრჩეველი ვერ პოულობს ღირსეულ არჩევანს, მისი გემოვნების შესაბამის არჩევანს მთელ პოლიტიკურ ელიტაში. შესაბამისად, უნდობლობას უცხადებს ყველას, სკეპტიკურად არის განწყობილი ყველას მიმართ და მასობრივად არ მიდის არჩევნებზე. ის შედეგიც კი, რომელიც ვნახეთ მთაწმინდაზე, იქიდან მინიმუმ 10% არის ადმინისტრაციული რესურსი, ან ხათრით მიყვანილი ადამიანები. ეს აჩვენებს იმ კრიზისს, რაც მთლიანად პოლიტიკურ ელიტაშია. რაც შეეხება ზუგდიდს, კლასიკური, არალეგიტიმური ორპოლუსიანობის ვაკხანალია ვიხილეთ ჩვენ ზუგდიდში, როდესაც „ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ წარმოაჩინეს ისე, თითქოს სამყაროში მხოლოდ ისინი არიან და სხვა არავინ არ არის. მათ ისევ ნეგატიური არჩევანი გვაიძულეს. ეს ნიშნავს, მე კი არ მომცე ხმა, არამედ ხმა მიეცი ჩემი მოწინააღმდეგის საწინააღმდეგოდ. ეს იყო გზავნილი ორივე მხრიდან და არჩევნები მოიგო მან, ვისაც მეტი რესურსი ჰქონდა. ისეთ ვითარებაში, როდესაც ამომრჩეველს არ მოსწონს არც ერთი, ან არ მიდის არჩევნებზე, ან, თუ მიდის არჩევნებზე, ცდილობს, რაღაც სარგებელი მიიღოს, ასეთი სარგებელი, ბუნებრივია, ხელისუფლებისგან უფრო შეგიძლია მიიღო, რადგან უფრო მეტი რესურსი აქვს ხელისუფლებას.

ზუგდიდში ალტერნატივა, ანუ მესამე პოლიტიკური ცენტრი რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში, მინიმუმ, მეორე ტური შედგებოდა ისევე, როგორც მთაწმინდაზე და კიდევ საკითხავია, ვინ გაიმარჯვებდა ზუგდიდში. ასე რომ, მაინცდამაინც სატრაბახო არავის აქვს, მით უმეტეს, ხელისუფლება რომ აცხადებს, გამანადგურებელი ანგარიშით მოვიგეთო, დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანის მხრიდან 42%-ის აღება ცოტაა? თუ ჩვენ განადგურებაზე ვლაპარაკობთ, „ნაცმოძრაობა“ განადგურებული იყო 2013-ში, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პარტია გაეცოცხლებინა, რადგან ივანიშვილი უკეთესად ჩანს მხოლოდ ამ პარტიის ფონზე. ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგის პირობებში „ქართული ოცნების“ საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა.

თქვენ აცხადებთ, რომ სააკაშვილს შეუძლია, უფრო კაცურად წავიდეს პოლიტიკიდან და უთხრას ივანიშვილს, მოდი, ერთად წავიდეთო. თუმცა სააკაშვილი ამჯერადაც მხოლოდ შეტევაზე ფიქრობს.

- რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა კაცური, ნაცვლად იმისა, რომ მიშა სააკაშვილი ახლა ხმაურობდეს და მორიგი გვირაბის გათხრას აანონსებდეს. ამ ხელისუფლების გასტუმრების საქმეში ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ის საერთოდ გაჩუმდებოდა, მაგრამ სააკაშვილი მოწინააღმდეგეზე მუშაობს თავისი ბრიყვული რიტორიკით. კიდევ უფრო კარგად გამოჩნდებოდა სააკაშვილი, თუკი მოუწოდებდა ბიძინა ივანიშვილს და ეტყოდა, მე მზად ვარ დავტოვო პოლიტიკა, თუ შენც დატოვებ ჩემთან ერთად. მათ თუ რამე აქვთ ერთმანეთში გასარჩევი, არჩიონ იქ, რომელიმე ევროპულ ქალაქში. ჩვენ თავი დაგვანებონ.

ასეთ შემთხვევაში, თუკინაციონალებიცმიშას ხაზს გაჰყვებიან და პოლიტიკიდან წავლენ, ხოლო, თუკი ივანიშვილის ხაზითაც დატოვებენ პოლიტიკას, მაშინ ვინ დარჩება? მესამე პოლიტიკური ცენტრი ხომ ვერ შეიქმნა?

- ეს გახსნის პოლიტიკურ სივრცეს, ორპოლუსიანობა, რესურსების კონცენტრაცია ამ ორი პოლუსის ხელში კეტავს პოლიტიკურ სივრცეს და განვითარების საშუალებას არ აძლევს. მე ვფიქრობ, თუ ეს ძალის ცენტრები, რესურსების ცენტრები გავლენ თამაშიდან და პოლიტიკური სივრცე გაიხსნება, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ენერგია, ახალგაზრდები გამოჩნდებიან, იაქტიურებენ და პოზიტიური ენერგია გაჩნდება.

მართლა ასე დრამატულად იყო საქმე ზუგდიდში, რომ, თუკი სანდრა რულოვსი გაიმარჯვებდა, მაშინ სააკაშვილი ზუგდიდიდან დაიწყებდა საქართველოს ხელახალ ოკუპაციას?

- „ქართული ოცნების“ დღევანდელი არსაიდან მოსული ელიტისგან განსხვავებით, რომელთაც ერთი დღეც არ უბრძოლიათ და ბევრი მათგანი მიშა სააკაშვილის სამსახურში იყო, მე სააკაშვილის არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა მეშინია. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, რა, მერე?! რა უნდა გააკეთოს, თუ საფუძველი არ აქვს საზოგადოებაში რევოლუციას?! რანაირად უნდა მოახერხოს ეს ერთმა კაცმა? საერთოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რევოლუციას ყოველთვის საკუთარ თავს უწყობს ხელისუფლება. არც ერთ ოპოზიციას არ აქვს იმის შნო, რევოლუცია მოაწყოს, თუკი ხელისუფლება არ აძლევს ამის საფუძველს. ასე რომ, მიშას მხრიდან ანონსი და ამათი შიშები უსაფუძვლოა, აჯობებს, რომელიმე ევროპულ ქალაქში დასხდნენ და იქ ურჩიონ ერთმანეთს საქმეები.

ზუგდიდშიოცნებისსასარგებლოდ იმ ფაქტმაც ხომ არ იმუშავა, რომ ადგილობრივებს ჰოლანდიელი არ უნდოდათ მერად და ისევ მეგრელს მიანიჭეს უპირატესობა?

- რა თქმა უნდა, ამანაც იმუშავა. ეს ცოტა სენსიტიური თემაა, ამაზე ღრმად საუბარი არ მინდა, მაგრამ, თუ ჩვენ პოლიტტექნოლოგიურად ვისაუბრებთ, მაშინ პოლიტტექნოლოგიურად მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წამოყენება შეცდომა იყო ბევრი მიზეზის გამო. კონკრეტულად მიზეზებზე არ ვისაუბრებ, უბედურებაა ის, რომ ამ ორპოლუსიანი არჩევნების გადამკიდე ამ ორივე პარტიას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია ჩვენს საზოგადოებაში. შესაბამისად, ამ ორი პარტიიდან რომელმაც არ უნდა მოიგოს, სახელმწიფო ინტერესი მაინც მინუსში გადადის და სახელმწიფო მაინც წაგებული რჩება. ამიტომ პროგნოზსაც არ ვაკეთებდი, რადგან არ მიმაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევნები საზოგადოებრივად, რადგან ორივე პარტია კომპრომეტირებულია.

ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებიც ისეთივე უინტერესო და დაბალაქტიური იქნება, როგორც თუნდაც მთაწმინდის ოლქში იყო?

- სხვათა შორის, ბევრი ასე საუბრობს, მაგრამ მე პროცესებს ასე არ ვუყურებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2020 წლის არჩევნები ეს არის პროპორციული არჩევნები, ანუ ეს არის არჩევნები, სადაც ერთმა კი არ უნდა გაიმარჯვოს, არამედ იქ შეიძლება ბევრმა გაიმარჯვოს, რადგან ბარიერი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, ამ მოცემულეობაში და დელეგიტიმაციის ფონზე ძირითად პოლუსებს შორის დიდი ალბათობაა, რომ ჩვენ მივიღოთ მულტიპარტიული პარლამენტი. შესაძლოა, მომავალი პარლამენტი წვრილ-წვრილი პარტიებით იყოს დაკომპლექტებული და ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნა გახდეს აუცილებელი.

ლადო კახაძის (6036 ხმა) შესახებაც მინდა გკითხოთ. ისმის კითხვები, იყო კი ეს სწორად შერჩეული კადრი? პაატა ბურჭულაძის პარტიაში ყოფნის დროსაც არჩევნებში ლადო კახაძემ მცირე პროცენტი მიიღო.

- ლადო კახაძეში არ არის პრობლემა, პრობლემა „ქართულ ოცნებაშია“. „ქართულ ოცნებას“ ეუბნება ხალხი უარს, აღარ უნდათ „ქართული ოცნება“.

შალვა შავგულიძის მიმართ სიმპათიები, მისი 5422 ხმა რამ განაპირობა? ჩვენს ხალხში ყველაფრის გადაფასება მოხდა და ყოფილნაციონალებთანსიახლოვე აღარ არის უხერხული ფაქტორი?

- შავგულიძეს რომ ჰქონოდა რესურსი დამოუკიდებლად ეყარა კენჭი, ის პირველსავე ტურში უცილობლად მოიგებდა. გარკვეულწილად, შავგულიძე დაზიანდა იმ ვითარებით, რაც მის ირგვლივ შეიქმნა.

რევოლუციურ სცენარზე იყო საუბარი, ასევე, იმაზე, თითქოსნაცმოძრაობადაიშალა და დაიქსაქსა ახლანდელი 19 მაისის არჩევნების შემდეგ.

- „ნაცმოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ გააცოცხლა. 2013 წლიდან „ნაციონალებს“ მზარდი დინამიკა აქვთ, ვიმეორებ, სახელმწიფო დამნაშავედ რომ გამოაცხადებ ადამიანს და კიდევ 42%-ს აიღებს არჩევნებში, ეს შედეგი არ არის? „ნაცმოძრაობამ“ მაინც თავისი გაიტანა, ზუგდიდის მერობა არ იყო იმდენად მთავარი, რამდენადაც ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი გაინაღდა, სამწუხაროდ, ის დარჩა მთავარ ოპოზიციურ ძალად, მეორე პოლუსად და თავისი ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება რევოლუციას, ამის არ მჯერა, არ არის რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში. ხალხს არ უყვარს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების იმედი არ აქვს, მაგრამ ჩვენი ხალხი არ არის საკმარისად გაბრაზებული. ხელის ჩაქნევიდან რევოლუციურ გაბრაზებამდე კიდევ რაღაც ნაწილია გასავლელი. თუმცა ხელისუფლება ისე მოქმედებს, რომ სამომავლოდ ესეც გამოსარიცხი არ არის. დღეის მდგომარეობით, რევოლუციაზე ლაპარაკი ღიმილის მომგვრელია.

საზოგადოებრივ განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სანდრა რულოვსი რევოლუციის მომწყობი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ მას მიშას ქარიზმაც აკლია და არც ჟანა დარკია.

- სანდრამ რანაირად უნდა მოაწყოს რევოლუცია, ვინმე სხვამ რომ მოაწყოს, ანუ მესამე მხარემ, კიდევ მესმის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციების ეპოქა დასრულდა. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიდა დაპირისპირებას, ეს დაპირისპირება იქნება, მაგრამ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს შიდა დაპირისპირება დაშლამდე მიიყვანს „ნაცმოძრაობას“. ეს დაშლამდე არ მიიყვანს, რადგან ისინი განწირულნი არიან ერთად ყოფნისთვის. მიშა სააკაშვილის გარეშე, რამდენადაც მას ოდიოზურად არ უნდა თვლიდნენ, რამდენადაც შიგნით არ უნდა ლანძღავდნენ და აგინებდნენ, მის გარეშე ეს პარტია, უბრალოდ, არ არსებობს.

 

tngh ტ/კ "პალიტრანიუსი" გადაიქცა "ხუხავიზიად"... მისი ლოგო კი, თვით ღრმად პატივცემული თვითმარქვია ექსპერტი, ყველაფრისტი ბ-ნი გია ხუხაშვილია!!! ამ საქმეში ქ-ნი ემა ტუხაშვილის დამსახურება... უდიდესია!!!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა მაგ ტუხიაშვილს შეუძლია ვინმე კაკოს უთხრას - "მე ის თამრო აღარა ვარ"! ანუ გავ--ზდიო! )))
5 წლის უკან
tngh უკვე ბევრმა აიტაცა ახალი სახელი: ტ/კ "ხუხავიზია"...
5 წლის უკან
Maverick გია ხუხაშვილი:
დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანის მხრიდან 42%-ის აღება ცოტაა?
გია ხუხაშვილს:
ანუ, თქვენ ამტკიცებთ, რომ სანდრა რულოვსი სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანია და მან საარჩევნო ხმების 42% მიიღო?!
5 წლის უკან
Maverick გია ხუხაშვილი:
დიდი ბოდიში, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანის მხრიდან 42%-ის აღება ცოტაა?
გია ხუხაშვილს:
ანუ, თქვენ ამტკიცებთ, რომ სანდრა რულოვსი სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებული ადამიანია და მან საარჩევნო ხმების 42% მიიღო?!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com დაასახელოს ერთი პარტია ან ჯგუფი რომელსაც შეუძლია დღეს ბიძინაზე კარგად მოაგვაროს ქვეყნის საქმეები, ცოტა საკადრო პოლიტიკა რომ შეცვალოს და უფრო გამოცდილ ხალხზე აიღოს ორიენტირი კარგი იქნებოდა და მასაც გაუადვილდებოდა ბევრი რამის კეთება,
ისე კი დღესდღეობით არ არსებობს და ჰორიზონტზეც არ ჩანს პოლიტიკური ძალა რომელიც მასზე კარგად გაართმევს თავს ქვეყნის განვითარების საქმეს!! ასეა ეს და ყველამ კარგად ვიცით რომ ასეა!!!
5 წლის უკან
tngh "ხუხავიზიის" საპატიო სახელის მოსაპოვებლად წარმატებით იბრძვიან ჰოლდინგი "პალიტრანიუსი" და ტ/კ "პირველი". თუმცა არც ტ/კ "აქუვიზია" ჩამორჩება მათ. მიუხედავად ამისა, ტ/კ "ცრუს თავი 2" მაინც ლიდერად რჩება...
5 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულ თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტ ბ-ნ ხუხას, ტ/კ "ხუხავიზიაშიც" გამოუჩდნენ კონკურენტები. "ნიუსრუმიდან" ერთმანეთზე უფრო უკეთეს "ბრძნულ" აზრებს "აფრქვევენ" სტუმრები...
5 წლის უკან