„რულოვსის კანდიდატურას არ ეთანხმებობდა „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაბედეს“

„რულოვსის კანდიდატურას არ ეთანხმებობდა „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაბედეს“

„ნიკა მელიამ მშვენივრად იცის, რომ პარტიაში გადაწყვეტილება მიიღება ერთი კაცის მიერ და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. რულოვსის კანდიდატურას არ ეთანხმებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს დიდი ნაწილი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედეს სააკაშვილს და ვერ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე და თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის პროცესი გაგრძელდება.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

პროცესების რადიკალიზაციაეს არისნაციონალური მოძრაობისლიდერშიფის მოწოდება. რადიკალიზაციას ითხოვს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიცნაცმოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ამის რესურსი ოპოზიციურ პარტიას დღეს?

ვალერიან გორგილაძე: მათ აქვთ უფლება ილაპარაკონ რადიკალიზაციაზე, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება დაარღვიონ კანონი. ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა, თუ იქნება ლეგალური, კანონის ჩარჩოში, ეს მათი უფლებაა. სხვა საქმეა, რომ რევოლუციური განწყობა არ არის. ე.წ. რადიკალიზაციის მომხრეები თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არ არიან.

გარკვეული აზრთა სხვაობა არის ტაქტიკურ სვლასთან დაკავშირებით – მოახდინონ თუ არა რადიკალიზაცია, და თუ უნდა მოახდინონ, მაშინ როდის? ეს თვალნათლივ გამოჩნდა გუშინ, როდესაც მელიას განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა სააკაშვილის განცხადებებთან. ნაკლებად საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობის“ სატელიტები, ვინაიდან ამ სატელიტებს სუბიექტობა არ გააჩნიათ. მათ არ გააჩნიათ არც დამოუკიდებელი ნება, არც რეიტინგი და არც პოლიტიკური რეპუტაცია.

აქიდან გამომდინარე, როგორი სცენარით ელოდებით პროცესების განვითარებას?

– საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და რა პოზიციას დაიკავებენ მსხვილი ოპოზიციური პარტიები, როგორიც არის მაგალითად „ევროპული საქართველო“. რა თქმა უნდა, რევოლუციური განწყობა არ არის. ჩემი აზრით ოპოზიცია კარგავს ადექვატურობას და იმ ფონზე, რომ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას (ეს გასაგებიცაა, რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება), გაკვირვებას იწვევს ის, რომ მისი პოლიტიკური პარტია და მომხრეების ნაწილი, კვლავ უჯერებს და კვლავ მიჰყვება იმ გზაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრდება ფიასკოთი.

პროცესების რადიკალიზაციაზე მოწოდება ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის და, თითქოს შევეჩვიეთ კიდეც, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს მოწოდება არ ითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას?

– ბუნებრივია, და არც სჭირდება შეხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებს, რა უნდა გააკეთონ. ზუგდიდში მშვიდობით ჩატარდა არჩევნები, ბევრი აღშფოთებით და წუხილით ელოდებოდა მოლენების განვითარებას, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ პოლიციამ უზრუნველყო როგორც მშვიდობიანი გარემო, ასევე მოსახლეობის და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების უსაფრთხოება ამ არჩევნებზე. ამდენად, დაწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები თვალყურს ადევნებენ და არ დაუშვებენ მარგინალური ოპოზიციის მხრიდან არა რადიკალიზაციას, არამედ კანონის დარღვევას და შესაძლო დესტაბილიზაციის მცდელობას ქვეყანაში.

ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის“, – ნიკა მელიას ამ განცხადების შემდეგ, ელოდებით, რომ დაიწყებანაციონალური მოძრაობისდაშლის პროცესი? „გირჩი“ დაევროპული საქართველო“ შემდეგ, რა ნაწილი შეიძლება კიდევ გავიდეს ამ სახით არსებულინაციონალური მოძრაობიდან“?

– ფრაზა - „გაერთიანებამ უნდა გადაწყვიტოს“ - თვალთმაქცობაა. მელიამ მშვენივრად იცის, რომ პარტიაში გადაწყვეტილება მიიღება ერთი კაცის მიერ და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ის, რომ სანდრა რულოვსი იქნა დასახელებული, ესეც სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არ ეთანხმებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს დიდი ნაწილი, მაგრამ ვერ გაუბედეს და ვერ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

ამდენად, იმ პოლიტიკური ფიგურების მხრიდან, რომლებსაც გონიათ, რომ შეიძლება გააჩნდეს ელექტორატი, ან პოლიტიკური პერსპექტივა, შეიძლება ვიხილოთ მიგრაციის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ზურაბ ჯაფარიძის გასვლით და რომელსაც მიჰყვა გიგა ბოკერიას და სერგო რატიანის ჯგუფის წასვლა. დაშლის პროცესი ბუნებრივიც არის და არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ჯგუფმა დატოვოს „ნაცმოძრაობის“ რიგები, თუკი არ მოხდა შეთანხმება, ან მიხეილ სააკაშვილმა ვერ გამონახა რამე ბერკეტი, რომ აიძულოს „ნაცმოძრაობაში“ არსებული „დისიდენტები“ მიიღონ პერმანეტულად წარუმატებელი ტაქტიკა, რომელსაც სააკაშვილი თავს ახვევს თავის პოლიტიკურ პარტიას - ფუჭი მოლოდინების შექმნა, ამომრჩევლის რეგულარული მოტყუება, რომ ჩამოდის და ვერ ჩამოდის, მუდმივი დაპირება გამარჯვებაზე და მერე მარცხის შემდეგ ისტერიები, რომ არჩევნები არის გაყალბებული - ამომრჩეველს, რომელსაც გააჩნია ადექვატური აღქმის უნარი იმ ვითარების, რომელიც იქმნება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მობეზრდება.

პროცესები, რომელიც ახლანაციონალურ მოძრაობისგარშემო ვითარდება, რამდენად საყურადღებოაქართული ოცნებისთვის“, რომელსაც იგივე რეალობა აქვს პარტიაში, ანუ ამ პარტიაშიც არის დაპირისპირება, რაც გახდაოცნებისდაშლის მიზეზი. „ნაცმოძრაობის“ დაშლა ზეიმის საფუძველი არ უნდა იყოსოცნებისთვის“...

– რომელიმე პარტიის დაშლა რატომ უნდა იყოს ზეიმის საფუძველი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის? ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა კონკურენტი პარტია შეიძენს ამით რამეს, ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ კიდევ უფრო ფართოვდება ეს პალიტრა ოპოზიციურ სპექტრში და ეს მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი ოპოზიციონერებისა, როგორც ჩანს, გვიან, მაგრამ აკეთებენ შესაბამის დასკვნებს. მოწოდებები რადიკალიზაციისკენ,

ეს სასაცილო და კომიკური ძახილი პირსისხლიანი რეჟიმის შესახებ, რომელიც ტოტალურად არღვევს ამომრჩევლის უფლებებს, არაფრის მომტანი არ არის ამ პოლიტიკური ძალებისთვის და მით უფრო არ არის ეფექტიანი გზა, რომლის მეშვეობით შეიძლება „ოცნების“ დამარცხება. ამდენად, ეს უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული ეტაპი, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ ხდება ადექვატური შეფასება მიმდინარე პროცესების და სხვა არაფერი.

„ოცნებისთვის“ კი სხვა ამოცანებია, ეს არის გაძლიერება თავისი პოლიტიკური პარტიის, ახალი რესურსის მოძებნა, კვალიფიციური კომპეტენტური და ახალი პოზიტიური ამოცანის შეთავაზება თავისი ამომრჩევლისთვის და ბოლომდე მიყვანა იმ პროექტებისა, რომელიც მრავლად არსებობს, რომელიც უკვე ჩაშვებულია და რომელიც ხორციელდება.

სოციალისტი გორგილაძე - "საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და რა პოზიციას დაიკავებენ მსხვილი ოპოზიციური პარტიები, როგორიც არის მაგალითად „ევროპული საქართველო“. სად რა ადგილზეა მსხვილი ეს ე.წ. "ევროპული საქართველო" ?მსხვილად მაინც რამდენ წევრიანი პარტია შეიძლება ჩაითვალოს?! )))
5 წლის უკან
სოციალისტი რომ არა სანდრა ანუ მიშა ნაციონალები ზუგდიდში მიიღებდნენ იმ ხმების მეოთხედს ანუ 25 პროცენტს რაც სანდრამ მიიღო! სანდრა იყო უძლიერესი კანდიდატი!
5 წლის უკან
amo თამთა აღარ გვინდა პოლიტიკოს ექსპერტთა მოსაზრებები, დავიღალეთ. სერიოზულ ეკონომისტ ექსპერტების მოსაზრებები მივაწოდოთ მოსახლეობას და პირველ რიგში ხელისუფლებას, რადგან ჭკვიან ხალხს ეგენი ახლოს არ იკარებენ, სკამებს უფრთხილდებიან და იქნებ ამ გზით იდეები გარედან მივაწოდოთ.
5 წლის უკან
tngh ტ/კ "პალიტრანიუსს" თამამად შეიძლება ეწოდოს "ხუხავიზია"... ღრმად პატივცემული ქ-ნ ემა ტუხიაშვილის დიდის დამსახურებით...
5 წლის უკან
სოციალისტი მართალი ხარ, ეტყობა ნამდვილად ღრმად პატივცემულია!
5 წლის უკან
tngh ბ-ნი ვ. გორგილაძე, მართლაც ექსპერტია კრებით ტ/კ "ხუხავიზიასთან" შედარებით. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ უკვე "აიტაცა" ტ/კ "პალიტრანიუსის" ახალი სახელი: ტ/კ "ხუხავიზია"... მიუხედავად იმისა, რომ თვით ეს მედეა ჰოლდინგი "ბლოკავს"...
5 წლის უკან