გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 მაისს, დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.
მათივე ცნობით, 15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
13-14 მაისს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.