"ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედულებებისა"

ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედულებებისა,- ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2“ - ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"სამწუხაროდ, არ მქონდა საშუალება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თვალყური მედევნებინა. დამატებით არაფრის თქმა შემიძლია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მეწილეებს შორის არის დავა. დეტალები არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება დაცულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა თუ შეხედლებებისა",- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“ წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დავა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.