"ხელისუფლებას თუ "რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, "იმედი“ გაათავისუფლოს“

ექსპერტი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ შეტანილ მორიგ სამართლებრივ დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ნიუტონის III კანონი ქართულ მედია სივრცეში - პროპაგანდა წარმოშობს იგივე სიდიდის კონტრ-პროპაგანდას. რომელია პირველადი და რომელი მეორადი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ჯობია,  არც ერთი არ იყოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ „რუსთავი-2“-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი - თუ„ რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, „იმედი“ გაათავისუფლოს. ნიუტონის ზემოთაღნიშნული კანონის შესაბამისად „რუსთავი-2“-ის ქმედებაც შემცირდება.

პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,  ტელეკომპანია “რუსთავი 2“ წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი დავა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.

 

სოციალისტი რუსთავი 2 თან ერთად ამასაც მოაკეტინეთ!
6 წლის უკან