ეს იყო გაფრთხილება: „შეჩერდი, თორემ გესვრი!

ეს იყო გაფრთხილება: „შეჩერდი, თორემ გესვრი!"

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება.

„თავისთავად ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი და რეზონანსული. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. უფრო მეტ დეტალს ველოდები გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სუს-მა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ნებისმიერი, არსებული თუ ყოფილი მაღალჩინოსნის უსაფრთხოება, მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

სუს-ის მოქმედება სრულიად გასაგებია სამართლებრივადაც. მან ფაქტის გახმაურებით მოახდინა დანაშაულის პრევენცია. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც, მაგალითად გაფრთხილება: „შეჩერდი თორემ გესვრი!"

ამავდროულად ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადე უნდა იყოს საქმეში, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია, რადგან მეორე მხრივ უკვე ჩაერთო პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც შეეცდება რომ საპირისპიროდ შეამოტრიალოს ეს საქმე და საბოლოო ჯამში დამნაშავე ისევ ხელისუფლება გამოვიდეს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ამოცანაა მაჩალიკაშვილის გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

სოციალისტი დეზინფორმაციის მანქანა რომ გააჩერო, ამისათვის საჭიროა მიიღო კანონი, რომელიც დამბრალებელ მხარეს, მითუმეტეს საჯარო სივრცეში დამბრალებელ ანუ ცილისმწამებელ საინფორმაციო საშუალებას, მკაცრად მოსთხოვს სათანადო საბუთის - დასაბუთების წარმოდგენას! ე.ი. პიროვნება იქნება ეს თუ მასმედიის საშუალება თავის სიტყვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ასეთი დასაბუთების ვერ წარმოდგენის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელი, ფინანსური ჯარიმა, იძულებითი მძიმე საზოგადოებრივი სამიუშაოები, პატიმრობა, მასმედიის საშუალების დახურვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვიცი დასავლეთელი "მეგობრები" ამას არ დაგანებებენ და თქვენც არ აიტკივებთ ამისათვის თავს, მაგრამ თ ეს არ გინდათ გამოიგონეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ ისე გააჩერეთ ეს სიცრუის მანქანები!
6 წლის უკან