სად არის ახლა მაჩალიკაშვილი? - ცოტა ხნის წინ იგი ტაქსით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა

სად არის ახლა მაჩალიკაშვილი? - ცოტა ხნის წინ იგი ტაქსით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა

სუს-ის მიერ სკანდალური აიდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა. რამდენიმე წუთის წინ  მან ტერიტორია ტაქსით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სალოცავად წავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კონრეტულად სად წავიდა.

მანამდე კი სუს-ის მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დიდი ხანია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას უშედეგოდ ითხოვს, სახელმწიფო კი, მის განადგურებას ცდილობს.