გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ სისხლის აღების ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ,

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ სისხლის აღების ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ,

„გინდა სისხლის აღება დავარქვათ და გინდა სამაგიეროს გადახდა, რა მნიშვნელობა აქვს? ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ კაცს ტერორისტული აქტის მოწყობა უნდოდა. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ სისხლის აღების ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანლიტიკოსი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.

არეშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი დადასტურდა, რომ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ორგანიზებასა და რამდენიმე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა, შესაბამისი ორგანო მხოლოდ გაფრთხილებით არ უნდა შემოიფარგლოს. მისი თქმით, მიღებული უნდა იქნას კონკრეტული ზომები.

„მაჩალიკაშვილი იტყვის, რომ „იქ არ ვყოფილვარ", „არ მითქვამს", „ეს ყველაფერი დადგმულია" და ა.შ. - როგორც ხდება-ხოლმე. სუს-ის ხემძღვანელობამ ერთგვარი პრევენცია მოახდინა და არავინ დაპატიმრებაზე ის ორიენტირებული არ არის.

„თუ ეს დამტკიცებადია და მართლა რეალურად საქმე ასე იყო, ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოხდეს მხოლოდ გაფრთხილება. ტერორისტული აქტი იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შედეგს ვერ მივიღებთ," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სუს-ის ცნობით, ირკვევა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს," - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

amo მარტის შემდეგ მათ ხომ უნდა ემოქმედათ, ავიდა ძმიშვილი საფლავზე? თუ ავიდა სუსმა ვერ დააფიქსირა?
6 წლის უკან