“რუსთავი 2-ის გენ.დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას მტკიცებით, აღნიშნული სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა, მისი ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს, მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.
“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით არხის თანამშრომელი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანია ნანუკა ჟორჟოლიანია სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” პოსტს აქვეყნებს:
“დამღლელი და ეჭვი მაქვს გადამწყვეტი ბრძოლა იწყება. იგებს ის, ვინც დაბადებულია გამარჯვებისთვის!” – წერს ჟორჟოლიანი.
მოგვიანებით, ტელეწამყვანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასევე დაწერა: – “ამბავი არის ასეთი და სარჩელის გულწრფელობას დავიჯერებდი, მისი ავტორი მხოლოდ იმედს რომ არ “აშეარებდეს.”
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორს და ძმებ ყარამანიშვილებს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მათი სარჩელის მიზანი არ არის ტელეკომპანიის დაზარალება ან ის, რომ “რუსთავი 2”-ში დროებითი მართველი შევიდეს.
როგორც ადვოკატი “ქრონიკასთან” ამბობს, ნინო ნიჟარაძე 2012 წლიდან ცდილობდა აქტიურად დაემყარებინა კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან და ძმებ ყარამანიშვილებთან, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა – გაიგზავნა რამდენიმე წერილი, თუმცა ეს წერილები უპასუხო დარჩა.
ადვოკატის განცხადებით, ნინო ნიჟარაძეს მისი 9%-იანი წილის გაყიდვაც სურდა, თუმცა ძმებმა ყარამანიშვილებმა და გვარამიამ მას ამის უფლება არ მისცეს.
ადვოკატის თქმით, ნინო ნიჟარაძე ითხოვს 28 მილიონს ითხოვს, აქედან მილიონ ნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი თანხის რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადარიცხვას ითხოვს.