ახლა არაა არჩევნები და არ ვჭირდებით ხო?! მაგენი ვნახე ჩვენსავით ვალებში და აქანე დამდგარი

ახლა არაა არჩევნები და არ ვჭირდებით ხო?! მაგენი ვნახე ჩვენსავით ვალებში და აქანე დამდგარი

ახლა არაა არჩევნები და არ ვჭირდებით ხო?! მაგენი ვნახე ჩვენსავით ვალებში და აქანე დამდგარი - გურული გარემოვაჭრეანჩხუთის მერია ქალაქის ცენტრში არსებული გარევაჭრობის მოწესრიგებას იწყებს.  მერიის წარმომადგენლებმა უკვე გააფრთხილეს ქუჩაში მოვაჭრეები, რომ სხვა ტერიტორიაზე თუ არ გადავლენ, დაჯარიმდებიან.

მერიის წარმომადგენლების სტუმრობას მოვაჭრეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

„სად უნდა წავიდეთ. აქანე გაჭირვებამ გამოგვიყვანა. მაგენივით კაბინეტებში კი არ ვზივართ. მაგენი ვნახე ჩვენსავით ვალებში და აქანე დამდგარი. რომ მიშვებენ, სად მიშვებენ, ისევ ღია ცის ქვეშ. როცა ჭირდებათ, არჩევნები როცაა, ქუჩაც რომ დაკეტო არავინ ენის მთქმელი არაა, ახლა არაა არჩევნები და არ ვჭირდებით ხო?! განა ჩვენ არ გვშია და გვწყურია? მაგენის ხელფასები გვეყოფა?! რა ვქნა მევიპარო, თუ რა გავაკეთო რომ ოჯახში ლუკმა-პური წავიღოთ?" , - ამბობენ  მოვაჭრეები.

ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქი ქალაქს უნდა დაემსგავსოს და გარე ვაჭრობა ცნტრალურ ქუჩაზე არ უნდა ხდებოდეს.

„ვიცით მათი პრობლემების შესახებ. ჩვენ მიერ შეთავაზებულია ალტერნატიული ფართი და იმედია, შეთანხმება შედგება. ქალაქის ცენტრალური ქუჩის ახალი განაშენიანება იწყება და ნამდვილად არ არის ლამაზი, ის რაც დღეს აქ ხდება" - ამბობენ მერიაში.

სადაც იმასაც არ გამორიცხვენ, რომ ურჩ მოვაჭრეების დაჯრიმება მოხდეს.