“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს –

“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს –

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს. "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმაში არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე დაადანაშაულა.

"დაიწყო "რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და როგორც ჩანს, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი. სასამართლოში შესულია "რუსთავი 2"-ის 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით; "გაყიდვების სახლისგან" ითხოვს 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის დაბრუნებას, რაც სრული აბსურდია; ჩემგან ითხოვს, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ; ასევე, ითხოვს მილიონ 600 000 ლარს ", - განაცხადა გვარამიამ.მისი თქმით, ნინო ნიჟარაძე ჯამში მისგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონ ლარს ითხოვს.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება იტყვის, რომ ეს არის დავა ორ ბიზნესმენს შორის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამია ნიჟარაძეს სთავაზობს, თუ ეს ასე არ არის და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.

thrgg@yahoo.com ეს ტელევიზია არ არის, ეს არის დეზინფორმაციისა დ და სიცრუის, სიმახინჯისა და უსირცხვილოდ ხალხის გაბრუების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი სექტანტური მიმართულების მანქანა, სანამ ეს ტელევიზია იქნება ამჟამინდელი მეპატრონეების ხელში, ჩვენი საშველი არ იქნება!!!
6 წლის უკან
სოციალისტი არა ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არც კანონი გვაქვს, არც გაგება ქართული, თორემ ეს გვარამია ვერ იბლატავებდა, დღე და ღამე სახელმწიფოს დანგრევაზე ვერ ამუშავებდა ცრუსთავი2-ს!
6 წლის უკან