ხიზრი ალდამოვი გარდაიცვალა

ხიზრი ალდამოვი გარდაიცვალა

70 წლის ასაკში გარდაიცვალა იჩქერიის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი. ამის შესახებ ინფორმაცია MULTIMEDIA.GE-ს გროზნოდან მიაწოდეს.

ახლობლების ცნობით, რამდენიმე დღის წინ მას გულის შეტევა დაემართა და გროზნოს საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხიზრი ალდამოვი დაიბადა 1949 წლის 15 მარტს  სოფელ დუისში. დაამთავრა გროზნოს პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით. მუშაობდა ინჟინრად სხვადსხვა საწარმოში, იყო გუდერმესის რაიონული საკვები კომბინატის მთავარი ინჟინერი, 1985 წლიდან იყო ჩეჩნეთის რევოლუციური მოძრაობის აქტივისტი და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის თანამებრძოლი.

1994 წელს ჩეჩნეთიდან გამოგზავნეს საქართველოში, როგორც იჩქერიის გენერალური წარმომადგენელი.