მომზადების დრო: 15 წუთი
ულუფა: 2
ინგრედიენტები
ციტრუსის არაყი - 40 მლ
ლიქიორი ტრიპლ-სეკი - 20 მლ
ლაიმის წვენი - 10 მლ
შტოშის წვენი - 50 მლ
ყინული - დაახლოებით 200 გ
ფორთოხალი - 1 ცალი
მომზადების წესები
შეიკერში ჩაასხით არაყი, ლიქიორი და ლაიმისა და შტოშის წვენი.
დაუმატეთ ყინულის კუბიკები და შეანჯღრიეთ.
ჩამოასხით კოქტეილი შესაფერის ბოკლებში და მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!