სააკაშვილის ინტერესშია, რომ ზუგდიდი აყვავდეს, ანაკლიას თუ ვინმე ააყვავებს, ეს იქნება რულოვსი

სააკაშვილის ინტერესშია, რომ ზუგდიდი აყვავდეს, ანაკლიას თუ ვინმე ააყვავებს, ეს იქნება რულოვსი

სანდრა რულოვსი არის ქალი ლიდერი, რომელსაც ვაკვირდები და ძალიან დიდი სიმშვიდით მიჰყავს საარჩევნო პროცესი, ამ სიმშვიდეს ვერ გამოიგონებ, თუ ეს შენთვის ორგანული არ არის, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ზუგდიდში, სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლა ვუსმენდი ამ ქალბატონის ქართულს და ვიფიქრე, რომ რანაირად უნდა გიყვარდეს აქაურობა, რომ სიტყვა „სავალალო” ასე ორგანულად თქვა. მართლა სავალალო სიტუაცია შეიქმნა საქართველოში და რულოვსის მოღვაწეობის პერიოდში უნდა იგრძნოს სამეგრელომ აღმშენებლობა.

ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარა ამ კუთხემ. რუსეთის უშიშროება ძალიან კარგად და მიზანმიმართულად ახერხებდა ორივე მხარეს ემუშავა. ეს იყო მათი აბსოლუტური დამუშავება. მუშნი ზარანდია ჭაბუა ამირეჯიბმა შემთხვევით კი არ გამოიგონა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ უგონო ხალხი და დავინახეთ ეს ყველაფერი. რა დიდი ოპონირებაც არ უნდა გაუწიოთ სააკაშვილს, იმას, რომ მან სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები შექმნა საქართველოში, ოპონირებას ვერავინ ვერ გაუწევს. შესაბამისად, სააკაშვილის ინტერესშია, რომ ზუგდიდი აყვავდეს. ანაკლიას თუ ვინმე ააყვავებს, ეს იქნება რულოვსი. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ბათუმში. ძალიან მინდა, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ძალიან ბედნიერი სამეგრელო ვნახო. 30 წელიწადია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გაუბედურებულია. ამ ორმოში ჩემი ქვეყანა არ უნდა ჩავარდეს. სამეგრელო თავისი ნიჭიერებით შეუძლებელია, ვერ მიხვდეს, რომ ახლა იმ ორმოს გადაფარებული აქვს ხაფანგი და იმ ხაფანგში სამეგრელო არ უნდა ჩავარდეს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

სოციალისტი გამოცვალეთ ეს სურათი, გამოცვალეთ! ააყვავებენ აბა რას იზამენ?! ზუგდიდის ავტონომიურ ოლქს და ... ისე ქობალია თუა ცოცხალი?!
6 წლის უკან
Maverick არაააააააააააააა, ოცნებას ვეკითხები: რა უქენით ამ ქალს ისეთი, რომ როკაპად გადაიქცა, ცოცხი აკლია გასაფრენად, თუმცა ცოცხიც ვერ უშველის, ნამეტნავად აუშვა აფრები...
6 წლის უკან