უგემრიელესი ძეხვები ღვინით

უგემრიელესი ძეხვები ღვინით

ინგრედიენტები

ძეხვი ან კუპატი - 800 გ

სოკო - 300 გ

წითელი ხახვი - 2 თავი

წითელი ღვინო - 200 გ

შაქარი - 1 ჩ.კ

ძმარი ბალზამიკი - 2 ს.კ

ბულიონი ან წყალი - 200 მლ

მარილი და პილპილი

ოხრახუში

ქონდარი - გემოვნებით

მომზადების წესები

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ძეხვები/კუპატები.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ხახვი დაჭერით ნახევრ-რგოლებად და მოშუშეთ იმავე ტაფაში, სადაც ძეხვი შეწვით. დაამატეთ შაქარი, ძმარი ბალზამიკო, ქონდარი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ. დაასხით ღვინო და წამოადუღეთ 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ შემწვარი ძეხვები, ბულიონი, მარილი, პილპილი და შედგით ღუმელში 15-20 წუთი.

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთვით.