მარწყვის ტორტი უგემრიელესი კრემით

მარწყვის ტორტი უგემრიელესი კრემით

ინგრედიენტები

კვერცხი - 5 ცალი

ზეთი - 5 სკ

ლიმონის წვენი - 1 სკ

შაქარი - 150 გრ

ფქვილი - 130 გრ

სოდა - 1 ჩკ

სახამებელი - 1 სკ

კრემი

მასკარპონე - 200 გრ

შაქრის პუდრა - 3 სკ

მაღალპროცენტიანი ნაღები - 350 გრ

ვანილი

გულსართი

მარწყვი - 500 გრ

შაქარი - 5 სკ

შოკოლადი

შოკოლადი - 150 გრ

წყალი - 4 სკ

მომზადების წესები

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. გულს შევურიოთ ლიმონის წვენი და ზეთი, ჩანგლით ავურიოთ. ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად. მიღებულ ბეზეს შევურიოთ გულები, შემდეგ დავუმატოთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და სოდა. ფრთხილად ამოვურიოთ. ცომი გადავიტანოთ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი. გავაცივოთ და გავჭრათ 3-4 ფენად.

მარწყვი დავჭრათ და მოვაყაროთ შაქარი. დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე. წვენს რომ კარგად გაუშვებს და შაქარი ბოლომდე დადნება, გადავწუროთ წვენი ცალკე და შევურიოთ ალკოჰოლი.

ნაღებს შევურიოთ მასკარპონე, ვანილი, შაქრის პუდრა და ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ სქელ კრემს მივიღებთ.

ბისკვიტები დავნამოთ მარწყვის წვენით (შეგვიძლია ცოტა უნალექო ყავითაც  გავაზავოთ). წავუსვათ კრემი, შემდეგ დავალაგოთ ბლომად მარწყვები და დავადოთ მეორე ფენა ბისკვიტი. ასე გავიმეოროთ ყველა ფენაზე, მაგრამ ბოლო ფენას მარწყვის გარეშე, მხოლოდ კრემით ვაკეთებთ. კრემი წავუსვათ გვერდებზეც და ტორტი მაცივარში გავაცივოთ.

შოკოლადი და წყალი მოვათავსოთ ჯამში და ორთქლის აბაზანაზე  დავდგათ. რომ გადნება  გავაგრილოთ და მოვასხათ  ტორტის ზედაპირზე ისე, რომ ნაწილი გვერდებზეც გადმოიღვაროს.