მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
საქონლის ხორცი - 600 გ
კვერცხი - 5 ცალი
კარაქი - 50 გრ
შავი პილპილი
მარილი
მწვანილი, სხვადასხვა სახის
ქონდარი
მომზადების წესები
მოხარშეთ 4 კვერცხი და გააციეთ ცივი წყლის მეშვეობით.
გატარებულ ხორცს დაუმატეთ მარილი, სანელებლები და დაჭრილი მწვანილი – ისე, როგორც კატლეტს ამზადებთ. გააკეთეთ ფარშისგან 4 ბურთულა, შეეცადეთ დაიცვათ პროპორციები: 130 გ ფარში ერთ კვერცხზე.
გაახვიეთ გაფცქვნილი კვერცხები ფარშში და მიეცით კატლეტის ფორმა.
ამოავლეთ კატლეტი ჯერ უმ, ათქვეფილ კვერცში, შემდეგ დაფქულ ორცხობილაში.
მოათავსეთ კატლეტები ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ ფოლგა გექნებათ დაფენილი. აცხვეთ 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.
ძალიან უხდება ცხელი სოუსი: კვერცხის გულს დაუმატეთ 50 გ კარაქი, 3 სუფრის კოვზი წყალი, მარილი და პილპილი. ხარშეთ წყლის აბაზანაზე, თან კარგად ურიეთ.