პასკა კონიაკით და ცუკატებით

პასკა კონიაკით და ცუკატებით

ინგრედიენტები

საფუარი - 1.5 ს.კ

ცუკატები - 250 გ

კვერცხი - 4

კარაქი - 250 გ

მარილი - 1 ჩ.კ

კონიაკი - 1 ს.კ

ნაღები 35 % - 2 ს.კ (შეგიძლიათ ნატურალურ სოფლის რძეს მოხადოთ)

შაქარი - 250 გ

რძე - 250 მლ

ფქვილი - 1 კგ

მუსკატის კაკალი - 1 ჩ.კ

კარდამონი (ილი) - 1 ჩ.კ

ფორთოხლის ცედრა - 1 ჩ.კ

დარიჩინი - 1/2 ჩ.კ

ზეთი - 1/4 ჭ

მომზადების წესები

4 ცალ პასკის საშუალო ზომის ფორმას ძირში ჩავუფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. რძე შევათბოთ და შევურით 1 ს.კ. შაქარი და მარილი.

თასში ჩავყაროთ საფუარში არეული ცოტაოდენი ფქვილი, დავასხათ რძე და მოვურიოთ. ვამატოთ ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის სისქის მასას არ მივიღებთ. გადავაფაროთ ტილო და თბილად დავდგათ 15 წუთით.

ამასობაში კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კონიაკი, ნაღები და სანელებლები.

როცა ცომის ხაში აფუვდება, შევურიოთ კვერცხისა და კარაქის მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი. ვზილოთ დიდი ხნის მანძილზე. თავიდან ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს, თუმცა ზელვისას ნელნელა მიიღებს სასურველ კონსისტენციას და აღარ მიგვეკრობა. ამიტომ, ფქვილი მცირე ულუფებით ვამატოთ.

ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად.

აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.

მესამედ აფუების შემდეგ ცომს დავუმატოთ ცუკატები და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას.

როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება,  გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

პასკის ცომი აფუებას საკმაო დრო ჭირდება. კარგად რომ აფუვდეს, უნდა იყოს თანაბარ, თბილ ტემპერატურაზე. ცომი მოცულობაში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.