კოზუნაკი - ეს გახლავთ ტრადიციული სააღდგომო კულიჩი, რომელსაც ბულგარეთსა და რუმინეთში ამზადებენ. ის განსხვავდება ჩვენი პასკისგან როგორც ფორმით, ასევე გემოთ.
კოზუნაკს დაწნული კალათის ფორმა აქვს.
ინგრედიენტები
კვერცხი - 10 ცალი
კვერცხის გული - 5 ცალი
ნაღები - 200 მლ
რძე - 100 მლ
კარაქი - 350 გ
ზეთი - 100 მლ
ფქვილი - 2 კგ
შაქარი - 500 გ
ვანილის შაქარი - 50 გ
ნუში - 150 გ
საფუარი ნედლი - 60 გ
მარილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა 2 დიდ კულიჩზეა გათვლილი. შეგიძლიათ აიღოთ ინგრედიენტების ნახევარი, თუკი გსურთ მხოლოდ 1 კულიჩის გამოცხობა.
თავდაპირველად მოამზადეთ ცომის საფუძველი. ნედლი საფუარი გახსნით თბილ რძეში. დაუმატეთ მწიკვი შაქარი და გააჩერეთ 15 წუთ.
დიდ ჯამში ჩაახალეთ 4 კვერცხი, დაუმატეთ 150 გ შაქარი, ნაღები, მარილი და 200 გ გაცრილი ფქვილი. გადმოტანეთ ამ ჯამშივე საფუვრიანი მასა, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას საათნახევარი.
ახლა ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი. შეურიეთ ამოფუებულ ცომის საფუძველს 1200 გ გაცრილი ფქვილი და კვერცხისა და შაქრის ათქვეფილი მასა. მოზილეთ ნაზი ცომი. მოათავსეთ დიდ ქვაბში, კვლავ გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 2 საათი სითბოში. ამ დროის განმავლობაში ცომი 3-ჯერ მოიმატებს მოცულობაში.
სამუშაო მაგიდაზე გაცერით დარჩენილი ფქვილი და ვანილის შაქარი. გადაიტანეთ ცომი და მოზილეთ, სანამ ცომი ხელზე აღარ მიგეკრობათ.
ჩაასხით ჯამში ზეთი, დაისველეთ მასში ხელები და გააგრძელეთ ცომის მოზელვა იქამდე, სანამ ზეთს მთლიანად არ შეაზელთ!
ახლა შემდეგი ამოცანა გაქვთ: ცომში უნდა შეაზილოთ პატარ-პატარა ულუფებად დარბილებული კარაქი. ზილეთ ცომი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ მთელი ძალით დაანარცხეთ ცომი სამუშაო ზედაპირზე 30-ჯერ, რათა ცომი გამკვრივდეს. მთელ ამ პროცეს დაახლოებით 1 საათი დაჭირდება.
დააბრუნეთ ცომი ღრმა ქვაბში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 5 საათი. ამ დროის განმავლობაში ცომი 4-ჯერ მოიმატებს მოცულობაში!
შემდეგ შეაზილეთ ცომს დაჭრილი ნუში.
გაყავით მთელიანი ცომი 2 თანაბარ ნაწილად. შემდეგ თთოეული გაყავით კიდევ 2 ნაწილად. ცომის თითოეული ნაწილისგან გააკეთეთ მილები, შემდეგ კი დაწენით.
მოათავსეთ ნაწნავი ყველაზე თრმა მრგვალ ფორმაში და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
წაყსვით კოზუნაკს რძე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი.
გამომცხვარი კულიჩი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ამოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.