ინგრედიენტები
ფქვილი - 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
შაქარი - 2 ჩ/კ
კვერცხი - 1 ცალი, ათქვეფილი
ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ/კ
რძე - 1/2 ჭიქა
კარაქი - 2 ჭიქა
კენკრა, გაყინული - საუკეთესოა მოცვი, დაახლოებით 40 ცალი
მომზადების წესები
სანამ ცომის მომზადებას დაიწყებდეთ, გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შაქარი.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, ვანილი, რძე და კარაქი.
შემდეგ შეირუეთ მშრალი და თხევარი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
გაანაწილეთ ცომი ფორმებში. გაავსეთ დაახლოებით 2/3-დით.
დაუმატეთ თითოეულში 2-2 კენკრა. ბევრი კენკრა არ მოგივიდეთ, თორემ შესაძლოა ცომი გათხელდეს.
აცხვეთ დაახლოებით 15 წუთი.
რჩევა:
შეგიძლიათ გამოაცხოთ ბევრი ასეთი ფუნთუშა და გაყინოთ. მირთმევის წინ კი უბრალოდ გაალღვოთ და შეათბოთ მიკროტალღურ ღუმელში.