ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 500 გ
თბილი წყალი - 250 მლ
ზეთი - 60 მლ
მარილი - 1 ჩ/კ
მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
დარბილებული მარგარინი - 100 გ
გულსართისთვის:
მოხარშული ლობიო - 600 გ
ზეთი - 4 ს/კ
დაჭრილი ხახვი - 2 თავი
მარილი და პილპილი
სასურველი სანელებლები
მომზადების წესები
1 ჭიქა ფქვიშლი ავურიოთ მარილი, საფუარი და დავასხათ თბილი წყალი, ვუმატოთ ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ ნაზი ცომი, დავდგათ ასაფუებლად. მარგარინი ორად გავყოთ. როცა აფუვდება, გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი (1 ჩ.კ. დავტოვოთ). გადავახვიოთ რულეტივით და ზემოდან დარჩენილი 1 ჩ.კ. წავუსვათ, გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით გავაჩეროთ. ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
ხახვი მოვშუშოთ ზეთში და ლობიოსთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ სანელებლები და დავყოთ 6-8 გუნდად.
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, დავყოთ იმდენივე გუნდად, რამდენიც ლობიო იქნება, ჩავდოთ ცომში, შევკრათ და გავაბრტყელოთ.
გამოცხობის წინ ღვეზლებს წყალი მოვაპკუროთ, ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ ან ოდნავ ჩავსეროთ. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.