"მიწ­ვე­უ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ და ტე­ლე­ფო­ნიც არ და­მი­კა­ვე­ბია"

პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის გმი­რის - ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ფი­ზი­კუ­რად ვერ და­უ­კავ­შირ­და იმის­თვის, რომ დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში მი­ღე­ბას დას­წრე­ბო­და.

ზურაბიშვილის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კი ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის დე­დამ უპა­სუ­ხა. რო­გორც ლალი ყან­ჩა­ველ­მა აღნიშნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან მიწ­ვე­ვა არ მი­უ­ღია.

"დღეს მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს. სხვა დროს მე ტე­ლე­ფო­ნი არ და­მი­კა­ვე­ბია, ან სად უნდა ვი­ლა­პა­რა­კო იმ­დე­ნი, რომ მთე­ლი დღე გა­მორ­თუ­ლი ან და­კა­ვე­ბა მქონ­დეს ტე­ლე­ფონ­ზე?! დღეს, 14:30 სა­ა­თი­დან სა­ღა­მომ­დე სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ყა­ვი. ჩემ­მა დამ და­მი­რე­კა და მი­თხა, რომ პრე­ზი­დენტს ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბეჟაშ­ვი­ლი უთ­ქვამს. ჩემი აზ­რით, უფრო იმის და­ნა­შა­უ­ლია, ვინც ეს და­უ­წე­რა და და­უ­დო", - გა­ნა­ცხა­და ლალი ყან­ჩა­ველ­მა.