თამარ ჭოველიძის გვარი სიაში ეწერა, უბრალოდ ტექნიკური პრობლემა იყო

თამარ ჭოველიძის გვარი სიაში ეწერა, უბრალოდ ტექნიკური პრობლემა იყო

თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი სიაში ეწერა, უბრალოდ, ტექნიკური პრობლემა იყო - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში პრაიმტაიმის შეკითხვის პასუხად განაცხადეს, თუ რატომ გამორჩა პრეზიდენტს თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი 9 აპრილს დაღუპულთა სიის წაკითხვისას. რა ტექნიკური პრობლემა იყო, პრესსამსახურში არ დაუკონკრეტებიათ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე შეცდომა დაუშვა. ის სიტყვით დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს მიმართავდა, რა დროსაც ჩამონათვალში თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი საერთოდ გამორჩა.

ჭოველიძის გამორჩენის გამო ღონისძიების დასრულებამდე გარდაცვლილი 16 წლის გმირის მამამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.