ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მოგონება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე:
“30 წლის სულ არ ვიყავით მაშინ უმეტესობა…იმაზე მეტი დრო გავიდა იმ დღიდან ვიდრე ასაკი გვქონდა მაშინ…გვეშინოდა რა თქმა უნდა,მაგრამ ვიდექით.მათაც ეშინოდათ ვინც უკანასკნელად დაინახა ის ცა მაშინ…გვაფრთხილებდნენ,მოგვიწოდებდნენ მაგრამ მაინც ყველანი დავრჩით!ამაში კი გვამტყუნებდნენ მოგვიანებით მაგრამ ერთი წამითაც არც ერთს არ გვინანია რომ დავრჩით!არც იმ გმირების ოჯახის წევრებს-თვითონაც უკვე გმირებად ქცეულებს არ უნანიათ…
9 აპრილმა ხერხემალში გადატეხა რეჟიმი და სრულიად ახალი სხვა რეალობის ქარიშხალი დაატრიალა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება!ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა შეუპოვრობის და ჩვენი გმირების წყალობით!
ყოველ წელს შუაღამისას ისევ გავდივართ რუსთაველზე.ზუსტად იმავე დროს ზუსტად იმავე ადგილას მაგრამ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ცოტავდება ჩვენი რიცხვი….თუმცა იზრდება თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულთა რიცხვი დიდება გმირებს და სულ გვახსოვდეს 9 აპრილი დიდი გამარჯვების დღეა”– წერს მაკა რაზმაძე.