სკანდალი პრეზიდენტის მიღებაზე - ბეჟანიშვილის დედა არ მიიწვიეს, ჭოველიძის მამას სკამი არ დაახვედრეს

სკანდალი პრეზიდენტის მიღებაზე - ბეჟანიშვილის დედა არ მიიწვიეს, ჭოველიძის მამას სკამი არ დაახვედრეს

როგორც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ტრაგიკულად დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედა მიწვეული არ ყოფილა. ამის შესახებ მან თავად განგვიცხადა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი შეცდომა პრეზიდენტის მხრიდან.

ის სიტყვით დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს მიმართავდა, რა დროსაც ჩამონათვალში თამარ ჭოველიძე საერთოდ გამორჩა, ხოლო ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წარმოთქვა და ეკა ბეჟანაშვილად მოიხსენია. ჭოველიძის გამორჩენის გამო ღონისძიების დასრულებამდე გარდაცვლილი 16 წლის გმირის მამამ დარბაზი დატოვა.

„როგორ თუ რატომ მივდივარ, ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. ჯერ ერთი დაგვიძახეს და სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავით და მეორე ჩემი შვილის სახელი საერთოდ არ ეწერა და მე რატომ დამიძახეს", - განაცხადა აკაკი ჭოველიძემ დარბაზის დატოვებისას.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლეში მიღება დასრულდა.

 

 

 

 

 

Maverick სკანდალია, უდიდესი სკანდალიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

არიქა გმირის დედა არ მიიწვიეს. პრეზიდენტმა მისი გვარი "შეგნებულად" შეცდომით წარმოთქვა, გმირის სახელი და გვარი ასევე "შეგნებილად" გამოტოვა!

დასანანია, მაგრამ სად არის ქართული დიდსულოვნება, ხომ შეიძლებოდა დარბაზი დემონსტრაციულად კი არ დაეტოვებინა, არამედ პრეზიდენტთან თავად მისულიყო, ადამიანურად დალაპარაკებოდა, აეხსნა, რომ გამორჩა, ან წერილი გაეგზავნა, არ მგონია, რომ ქალბატონ სალომეს შეცდომა არ გამოესწორებინა. არ ჩანს ბატონი პრეზიდენტი /დიახ ბატონი პრეზიდენტი!/ მშიშარა, რომ შეცდომა არ აღიაროს და ბოდიში არ მოიხადოს, შეცდომა გამოსწორდებოდა და მოიხსენიებდა გმირებს.

დემონსტრაციულად დარბაზის დატოვება, არ მგონია სამშობლოსათვის თავდადებულ ქართველ გმირ თამარ ჭოველიძეს მოწონებოდა.

გმირის უდიდესი წოდების მატარებელი ადამიანის ნათელი ხსოვნა და მისი პატივისცემა ყველასგან გმირულ ყოფა-ცხოვრებას მოითხოვს!
6 წლის უკან