დღეს გათავისუფლებული ტარეილ ონიანი კვლავ დააპატიმრეს

დღეს გათავისუფლებული ტარეილ ონიანი კვლავ დააპატიმრეს

ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლომ დღეს გათავისუფლებული "კანონიერი ქურდი", ტარიელ ონიანი კვლავ დააკავა - ამჯერად, 40 დღით. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.

"ის პირდაპირ კოლონიის კართან აიყვანეს. რაიონული პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეში 19 მაისამდე დარჩება", - განაცხადა შევჩიკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანი, გათავისუფლების შემდეგ, რუსეთიდან უნდა დაედეპორტებინათ, ვინაიდან მას არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და იმ პატიმრობის ვადა არ აქვს ამოწურული, რომელიც მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა მისჯილი.