ახლა მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმება შეუძლებელია და დამაზიანებელი

ახლა მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმება შეუძლებელია და დამაზიანებელი

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში.

“მივესალმები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია შეთანხმება ევროპულ საქართველოსთან (რუსთავი ორიდან ასე დავასკვენი – მარნეულში ნაცები თავის კანდიდატსაც აყენებენ).

ტრაგი-კომიკური ილუზიების მსხვრევას ყოველთვის მივესალმები. ახლა მეტი ადამიანი დარწმუნდება (ყველას იმედი არ მაქვს), რომ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმება შეუძლებელია და დამაზიანებელი – ფიზიკურად აღარ აქვს მას საკუთარი სიტყვის დაცვის უნარი. ფრენას უფრო შეძლებს, ვიდრე სიტყვის შესრულებას. სხვას იქ არავის არაფერს ეკითხებიან. გაეშვით!”– წერს ჩერგოლეიშვილი.