დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. მისი ადვოკატის განცხადებით, მეფეს პოლიციის სამმართველოს კიბეებზე ასულს ვერავინ ნახავს
"ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენს მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება", - აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.