“რანაირი კერპი მე ვარ? მე ვიქცევი კერპივით? ხან სახურავებზე დავრბივარ, ხან ჰალსტუხს დამიჭერ როგორ ვღეჭავ, ხან ხელებს ვიქნებ, რანაირი კერპი გამოვა ჩემგან?! მე ვარ ცოცხალი ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოკიდო ხელი და ნახო,” – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემის “კვირის აქცენტები” სპეციალურ გადაცემაში განაცხადა.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ სააკაშვილს უთხრა, რომ მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი “პოლიტიკური ცხოველია”.
“მე ჩემს თავს საერთოდ არ ვთვლი პოლიტიკოსად, პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი, იმ მდგომარეობაში ვიქნებოდი, სადაც მე ვარ? მე ვარ აქტივისტი, ცხოველი შეიძლება ვარ, მაგრამ არაპოლიტიკური, არ ვიცი, ყველანი ცხოველები ვართ ცოტათი. პოლიტიკოსი გახდა სანადირო. პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი თავისი მანევრებით, გაქნილობით, იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვართ ახლა, სულ სხვანაირად ვიმოქმედებდით”, – განაცხადა სააკაშვილმა.