ფარშირებული პამიდვრები

ფარშირებული პამიდვრები

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ხორცის ფარში - 300 გ

ხახვი - 1-2 თავი

ქონდარი - 3-4 ღერი

ნიორი - 4 კბილი

პამიდორი - 4-6 ცალი

ყაბაყი - 1 ცალი

ქინძი - 1 დიდი კონა

მარილი

პილპილი

ზეთი

მომზადების წესები

ხახვი წვრილად დავჭრათ და ხორცის ფარშთან ერთად ტაფაში მოვათავსოთ, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და ერთად მოვშუშოთ.

დავუმატოთ მარილი, პილპილი და ქონდარი. ყაბაყი დავჭრათ რგოლებად, პამიდვრებს გული ამოვაცალოთ და ფარშით დავტენოთ.

მომზადებული ბოსტნეული დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.